00:44 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
თბილისის ზოოპარკი

ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური დახმარება აღუთქვა

© photo: Sputnik /
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
401

ბულგარეთის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, 18 ივნისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნის.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბულგარეთი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა (Rosen Plevneliev) და საქართველოს დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. მდინარე ვერეს ხეობაში დაიტბორა და განადგურდა ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი. 

„რამდენიმე წლის წინ ბულგარეთიც დაზარალდა სტიქიური უბედურებისგან. ამ რთულ დროს გიცხადებთ სოლიდარობას. ბულგარეთი ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას გაგიწევთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, — განაცხადა პლევნელიევმა ოთხშაბათს, 17 ივნისს. 

ამასთანავე დასძინა, რომ მხარს უჭერს საქრთველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. 

„ბულგარეთი იმ ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციის რეფორმას“, — ხაზი გაუსვა მან.

ბულგარეთის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, 18 ივნისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნის. 

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე ხელშეკრულება, 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი ბრიუსელში. 

 

 


მთავარი თემები