მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია

გამოწერა
პლევნელიევი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს, შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები სტიქიური უბედურების ადგილს დაათვალიერებენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის პრეზიდენტის როსენ პლევნელიევის (Rosen Plevneliev) ვიზიტი საქართველოში დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ”საქართველოს ევროპული გზა” გახსნის.

”ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის პირველი პირი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს”, — იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პლევნელიევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

”ბულგარეთი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს არა მარტო საქართველოს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არამედ ყველანაირად ეხმარება კიდეც მას”, — განაცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფხალაძემ, თავის მხრივ, ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიზიტი, მიუხედავად თბილისში გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიისა, მაინც შედგა. 

”ძალზე მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ვიზიტი არ გადაგვიტანია, პირიქით, ის შედგა, როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერის ჟესტი. ბულგარეთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს დასავლურ სწრაფვას მხარს უჭერს. ჩვენთვის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ძალზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამ სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ხორციელდება ეს ვიზიტი”, — განაცხადა ფხალაძემ.

პლევნელიევი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს, შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები სტიქიური უბედურების ადგილს დაათვალიერებენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 17-18 ივნისს გაგრძელდება, ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0