საქართველო კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეუთოს აქტიურობას იმედოვნებს

© facebook.com/GaribashviliOfficialივიცა დაჩიჩი და ირაკლი ღარიბაშვილი
ივიცა დაჩიჩი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმედოვნებს კონფლექტების საკითხებში ეუთოს აქტიურ ფუნქციაზე საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეუთოს ხელმძღვანელი ივიცა დაჩიჩი იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ეუთოს თანამშრომლობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებები განიხილეს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ეუთომ კონფლიქტების დარეგულირებაში დადებითი როლი უნდა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს ხელმძღვანელთან ივიცა დაჩიჩსთან (Ivica Dacic) შეხვედრაზე თბილისში სამშაბათს, 2 ივნისს. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ეუთოს თანამშრომლობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებები განიხილეს.

 „მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეუთომ აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის განცხადებით, ეუთო მომავალშიც გადადგამს მნიშნელოვან ნაბიჯებს საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

დაჩიჩი საქართველოში 1 ივნისს 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.


ყველა ახალი ამბავი
0