03:27 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინა და საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებენ

© facebook.com/SaakashviliMikheil.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
801

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული ვადებს შეიტანენ.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიგაში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები იმსახურებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტი ოფიციალურად პარასკევს, 22 მაისს გაიხსნა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტულ ვადებს შეიტანენ.

„ჩვენ განხიბლულები ვართ იმით, რომ უკრაინასა და საქართველოს არ ექნებათ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა. ორივე ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს უვიზო რეჟიმსა და ევროპულ პერსპექტივებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პირობებისა. დებატები ამ საკითხზე უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ თუ რიგაში არა, ის უახლოეს მომავალში მაინც დასრულდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი რიგაში 21 მაისს გაემგზავრა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებამდე გაიმართა. 

 


მთავარი თემები