მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს

© RIA Novostiპოროშენკო
პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პერსპექტივაზე დასმული შეკითხვის პასუხად შემოიფარგლა განცხადებით, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პერსპექტივაზე დასმული შეკითხვის პასუხად შემოიფარგლა განცხადებით, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ჩასვლისთანავე ჟურნალისტების – მათ შორის, უკრაინელების მრავალრიცხოვან თხოვნაზე საპასუხოდ პოროშენკომ. 

პოროშენკო პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი ბოლო მივიდა.

უკრაინის ლიდერს თან ახლდნენ ევროკომისიის მეთაური ჟან–კლოდ იუნკერი და ევროსაბჭოს  თავმჯდომარე დონალდ ტუსკი. მათ პრესასთან კომენტარი არ გააკეთეს.

სამიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რიგაში 21–22 მაისს ტარდება.  მანამდე ევროკომისიამ კიევისა და თბილისის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინა. კომისიის აზრით, საქართველომ და უკრაინამ ვიზების გაუქმების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის კიდევ დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ სხვადასხვა სფეროებში. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ შესთავაზებენ.

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. უკანასკნელმა სამმა ქვეყანამ გასულ წელს ევროკავშირთან პარტნიორული ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


ყველა ახალი ამბავი
0