მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უსუფაშვილი: ესპანეთი რიგის სამიტზე საქართველოს მხარს დაუჭერს

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთი
ესპანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული ვადები დასახელდება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე რომელიც რიგაში მიმდინარეობს, ესპანეთის დელეგაციის პოზიცია საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ დავით უსუფაშვილმა ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტ ხესუს პოსადასთან (Jesus Posada) შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის  შემაჯამებელ დეკლარაციაში, ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული ვადები დასახელდება.

„ბატონმა თავმჯდომარემ (ხესუს პოსადა) კიდევ ერთხელ აღგვითქვა დახმარება ყველა იმ საკითხში, რასაც საქართველო საჭიროებს რიგის სამიტზე. ესპანეთის დელეგაციის პოზიცია იქნება ძალიან საჩვენო“, – განაცხადა უსუფაშვილმა ხუთშაბათს საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანეთში.

ქართული დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ესპანური დელეგაციის თავმჯდომარეს, მმართველი სახალხო პარტიის დეპუტატს ბეატრის როდრიგეს–სალმონესსა (Beatriz Rodriguez-Salmones) და ევროკავშირის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს მეთაურს ინიგო მენდეს დე ვიგოს (Inigo Mendez de Vigo).

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ესპანეთის კონგრესის პარლამენტის წევრებთან, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ შევხვდით მათაც და მათი მხრიდანაც არის პოზიცია საკმაოდ მკაფიო და ეს გამოიხატა კიდეც რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით, სადაც ესპანეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა სწორედ იმ შესწორებებს, რაც საქართველოს დელეგაციას ჰქონდა შეტანილი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 გარდა ამისა, საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი, რომელსაც თან ახლავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე და ოპოზიციური ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, 23 მაისს დასრულდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0