მოსაზრება: მოტყუებული ამერიკული იმედების სამიტი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჟენევაში
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ჟენევის შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო: პუტინმა და ბაიდენმა სათქმელი თქვეს და ერთმანეთს მოუსმინეს, შემდეგ კი მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასეს.

პიოტრ აკოპოვი

მნიშვნელოვანი შეთანხმებები არ შემდგარა — ელჩები დაბრუნდებიან, შესაძლოა გაიცვალოს პატიმრები; შეთანხმდნენ იმაზეც, რომ შეიარაღების საკითხებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ: „უახლოეს მომავალში კომპლექსური ორმხრივი დიალოგი დაიწყება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც საგნობრივი და ენერგიული იქნება“. და მორჩა? თუმცა ამ შეხვედრისგან მეტს არც არავინ ელოდა. თუ ელოდა?

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
რუსეთ-აშშ-ის სამიტის შედეგები: რა უამბო ჟურნალისტებს პუტინმა

და, მაინც, იმედგაცრუებულები არსებობენ. პრეზიდენტების პრესკონფერენციებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სწორედ ამერიკელები არიან. ოკეანისგაღმული პრესის კითხვები ეჭვებს არ ტოვებდა, რომ შტატებში რუსეთის პოლიტიკის შეცვლის იმედი ჰქონდათ. გასაგებია, რომ ასეთი იმედები ვაშინგტონის ადმინისტრაციას არ ჰქონია, ის საზოგადოებრივ აზრში იკვეთებოდა, უფრო სწორად, მედიასაშუალებებისა, რომლებიც აყალიბებენ კიდეც მას. ეს მკაფიოდ ჩანდა შეკითხვებში, რომლებსაც ამერიკელი ჟურნალისტები უსვამდნენ პუტინს: „აიღეთ თავზე პასუხისმგებლობა [კიბერშეტევებზე, უკრაინაზე და ა.შ.]?“

პრესკონფერენციიდან მიმავალ ბაიდენსაც მიაძახეს ზურგში: „ხომ ამბობდით, რომ პუტინი ქცევას შეიცვლიდა, ის კი ყველაფერს უარყოფს და თავისას აწვება“. პრეზიდენტი იძულებულიც კი გახდა დაბრუნებულიყო და ჟურნალისტისთვის ეპასუხა: თქვენ არ მისმენთ, ასეთს არაფერს დაგპირებივართ, მე ვამბობდი, რომ ეს შეიძლება მთელი მსოფლიოს ზეწოლით მოხდეს.

საიდან გაჩნდა ასეთი გაუგებარი მოლოდინები? ეს მსოფლიოს დამახინჯებული სურათის შედეგია, რომელიც ამერიკული ელიტის თავებში სუფევს, თანაც ორმაგად დამახინჯებული. ჯერ ერთი, რომ ისტებლიშმენტს სჯერა, რომ ამერიკა ძველებურად ადგენს თამაშის წესებს და, მეორეც: ტრამპთან ბრძოლის პროცესში მათ საკუთარი გამონაგონი დაიჯერეს რუსეთის ამერიკის საქმეებში ჩარევის შესახებ და ახლა რუსეთის დასჯასა და მისი პოლიტიკის შეცვლას ელოდებიან. რა შეიძლება ამას მოუხერხდეს – პუტინისთვისაც და ბაიდენისთვისაც გაუგებარია.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს

ბაიდენმა თავად გამოითხოვა შეხვედრა — უმეტესად შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით, რათა ტრამპისგან განსხვავება დაეფიქსირებინა, წარმოეჩინა მისი „შეცდომების“, „ჩავარდნებისა“ და „დათმობების“ გამოსწორების უნარი. თითქოს „ხისტ ვლადთან“ საუბრისთვისაც კარგად მოემზადა, მრჩევლებს დაუჯერა. ჰილარი კინტონმაც კი შეაქო: „ხელის სწრაფი ჩამორთმევა, ფოტოების გადაღებაზე უარი, ოთახში სწრაფად შესვლა, არანაირი ერთობლივი პრესკონფერენცია — ყოველივე ეს ნამდვილად არის ძლიერი დიპლომატიური სიგნალი იმისა, რასაც ჩვენ ველით: „ვლადიმირ, მოდი, დავილაპარაკოთ, როგორ ვიმოქმედებთ შემდგომში. ხომ აშკარაა, რომ ჩვენ სანქციებს შენ წინააღმდეგ ვაწესებდით და თუ ეს არ გაჩერებს, შედეგები კიდევ უფრო სერიოზული იქნება“.

და, აი, ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პუტინისადმი ნდობა მთელ მსოფლიოში ქრება“, რაც გასაკვირი არ არის, რომ „რუსეთს არ შეუძლია გვიკარნახოს ის, რაც მსოფლიოში ხდება, არ შეუძია გვიკარნახოს შედეგების გარეშე“. უფრო მეტიც, ბაიდენი ელაპარაკებოდა პუტინს იმაზე, რაც რუსეთში ხდება! ეს არის ძლიერი სახელმწიფოს ძლიერი პოზიცია? ბაიდენმა პუტინს თავისი პოზიცია მოახვია თავს?

მან ხომ უთხრა პუტინს, რომ ვერ გაამართლებს საკუთარი ხალხის იმედებს, თუ ადამიანის უფლებებს არ დაიცავს. და ამიტომ აშშ წამოჭრის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნავალნის საქმე. ხოლო ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ისევ გაიმეორა, რომ „ციხეში ნავალნის სიკვდილს სერიოზული შედეგები მოჰყვება“. ამერიკელი ჟურნალისტები კი ძალიან დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით და პუტინს კითხვებს აძლევდნენ. ეს შემტევი სტილია?

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

პირიქით, მოუსმინა რა თავის მრჩევლებს, ბაიდენმა სრულიად უაზრო ტაქტიკა აირჩია: ესაუბრა პუტინთან ნავალნის შესახებ. იმიტომ, რომ რუსეთი ამას ერთმნიშვნელოვნად განიხილავს საშინაო საქმეებში ჩარევად, რის შემდეგაც ბაიდენის გაოცება სასაცილოდ ჟღერს, აქაოდა პუტინს „ძველებურად მიაჩნია, რომ მისი ჩამოგდება გვსურს“. არა, რა თქმა უნდა. ათი წლის წინ ლამის ღია ტექსტით განა ბაიდენი ურჩევდა პუტინს – არ დაბრუნებულიყო კრემლში? თანაც სანქციებსაც ხომ შეკავების მიზნით არ უწესებენ რუსეთს, არამედ „არასწორი საქციელისთვის“ სასჯელად.

პუტინს კი არა, ვერც ერთ მოაზროვნე რუსს ვერ გააცურებ ამით. და ნავალნის შესახებაც პრეზიდენტმა ამომწურავი პასუხი გასცა:

„შეერთებულმა შტატებმა რუსეთი თავის მტრად და მოწინააღმდეგედ გამოაცხადა — კონგრესმა ეს 2017 წელს გააკეთა. აშშ-ის კანონმდებლობაში შესულია ნორმა იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩვენს ქვეყანაში მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული მმართველობის წესებს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ეს თქვენს კანონშია, ამერიკულში. ახლა, მოდით, დავსვათ კითხვა: თუ რუსეთი მტერია, მაშ რომელ ორგანიზაციებს დაუჭერს მხარს ამერიკა რუსეთში? ვფიქრობ, არა მათ, რომლებიც განამტკიცებენ რუსეთის ფედერაციას, არამედ მათ, რომლებიც მას ხელს უშლიან — ეს კი შეერთებული შტატების საჯაროდ გაცხადებული მიზანია. ასე რომ, ეს არიან ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ შეერთებული შტატების პოლიტიკის რეალიზაციას რუსეთის მიმართულებით. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ ამის მიმართ? ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია: ჩვენ ამას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

ანუ ბაიდენისთვის აზრი არ ჰქონდა პუტინთან ნავალნის შესახებ მსჯელობას: რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად ამ თემის გამოყენება ფუჭია, კონტრპროდუქტიულიც კი, თუ რაიმე ურთიერთგაგების მიღწევა გსურს. მოსკოვს ამით ვერანაირ დათმობას ვერ გამოსძალავ — მაგრამ იქნებ ნავალნის შესახებ ლაპარაკი ბაიდენისთვისაა ხელსაყრელი შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით?

არა, არც მისთვის — იმიტომ რომ პუტინი იქვე აბრუნებს პასს და აშშ-ში მომხდარ არეულობებს იხსენებს. თანაც ამას ამერიკული მედიასაშუალებების შეკითხვებზე პასუხად აკეთებს: როგორ ექცეოდნენ თქვენთან მათ, ვინც პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდა კონგრესზე შტურმის დროს იანვარში? თანაც იმის ფონზე, რომ ტრამპს ამერიკაში ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნავალნის რუსეთში, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, თუ რეალურად ვინ ვისი „გავლენის აგენტია“.

ასე რომ, ნავალნის თემის წამოწევით ბადენი ვერაფრით დაეხმარა თავს პუტინთან საუბრისას — პირიქით, მან მხოლოდ გაუადვილა რუსეთის პრეზიდენტს სამიტზე მისი მთავარი ამოცანის გადაჭრა: უკეთ გაეგო, ვინ არის ბაიდენი. პუტინმა დაინახა, რომ მის წინაშე იგივე ადამიანი იყო, რომელიც ათი წლის წინ მას რუსეთისთვის ამერიკული დემოკრატიის ტრადიციების კეთილისმყოფელ მაგალითზე ესაუბრებოდა. ანუ წარსულის ადამიანი — ამ სიტყვის ყველა გაგებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან სალაპარაკო არაფერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოდგენები ამერიკის შესაძლებლობებზე, წარღვნამდელ, ტრამპამდელ დონეზე დარჩა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

პუტინის თქმით, შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით არანაირი ახალი ილუზიები არ გაჩენილა. „ძველიც კი არ მქონია. არანაირი ილუზია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს“. ამ შეხვედრაზე ერთმანეთისთვის წითელი ხაზები არ მოუნიშნავთ, თუმცა რუსეთის არაპროგნოზირებადობაზე ჩივილი პუტინმა მკვეთრად მოჭრა: „ჩვენ აბსოლუტურად ადეკვატურად ვიქცევით ჩვენთვის შექმნილ საფრთხეებზე“. და დაამატა: „აუცილებელია ქცევის წესებზე შევთანხმდეთ“.

მაგრამ როგორ უნდა შეთანხმდე ამაზე იმასთან, ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთს მას აქვს ასეთი წესების დადგენისა და თავისი ნების სხვებისთვის კარნახის უფლება? შეიძლება მხოლოდ თავაზიანად ავუხსნათ მას, რომ მართალი არ არის და ისევ ჩვენი ინეტესებისა და ხაზის დაცვას მივაწვეთ ყველა შესაძლებელი მეთოდით. ახლოვდება დრო, როდესაც ჩვენ თვალწინ მიმდინარე ეპოქათა ცვლა „კაზინოს ყოფილ მეპატრონეებს“ ძალთა ახალი ბალანსისა და მსოფლიოს მოწყობის ახალი წესების მიღებას აიძულებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0