02:46 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

მსოფლიოს პატრიოტი–რადიკალები ერდოღანში ხედავენ ნაოცნებარ ეროვნულ ლიდერს, რომელიც დასახული მიზნებისკენ სწორხაზოვნად მიიწევს და ყურადღებას არ აქცევს სირთულეებს.

ირინა ალქსნისი

კანადამ თურქეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე ნებართვა შეაჩერა — იმ ინფორმაციის გამო, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში კანადური დეტალებით აღჭურვილი თურქული დრონები მონაწილეობს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ოტავა ორმაგი სტანდარტებისა და თანამშრომლობასთან შეუსაბამობისთვის. ამასთან დაადანაშაულა კიდეც კანადა, რომ მას ასეთი პოზიცია თურქეთის მიმართ დიდი ხანია უკავია — ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების დღიდან, რომელიც თურქეთმა გასული წლის ოქტომბერში წამოიწყო სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთში.

ამ ინციდენტმა ანკარის საგარეო პოლიტიკური კონფლიქტებისა და უთანხმოებების კოლექცია შეავსო. მომხდარის სხვაგვარად შეფასება რთულია, ვინაიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ჩხუბის გადაწყვეტილება მიიღო საკითხთა ფართო სპექტრში.

რეჯეფ ერდოღანი თვალდახელშუა გარდაიქმნება არა მარტო თურქი, არამედ მთელი მსოფლიოს პატრიოტი–რადიკალებისთვის ხატად. მასში ხედავენ ნაოცნებარ ეროვნულ ლიდერს, რომელიც დასახული მიზნებისკენ მიიწევს სწორხაზოვნად, ყურადღებას არ აქცევს სირთულეებს და მაქსიმალურად ხისტ ოფიციალურ პოზიციას იკავებს ნებისმიერ საკითხში.

ეს, რა თქმა უნდა, უნიკალური შემთხვევაა თანამედროვე მსოფლიოში. მით უმეტეს, რომ საუბარია ისეთ შესამჩნევ რეგიონულ „დერჟავაზე“, როგორიცაა თურქეთი.

პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ლიდერი რეგულარულად ხდება კრიტიკის სამიზნე ჭარბი სიფრთხილისა და უადგილო კომპრომისებზე წასვლის, მახვილი კუთხეების შერბილების, მოსაზრებების გამოთქმისგან თავის არიდებისა და დამარცხებისთვის მზადყოფნის გამო.

მსგავსი საყვედურები ისმის პუტინის, ტრამპისა და სი ცზინპინის მისამართითაც. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ხშირად ანალოგიური ბრალდებები საწინააღმდეგო მხარეებისგან ისმის. იმავე ანგელა მერკელს ერთდროულად ოკეანის გაღმიდან მიღებული ბრძანებების შესრულებაშიც ამხელენ და კრემლის ინტერესების გატარებაშიც.

ამ ფენომენის მიზეზები აშკარაა: სახელმწიფოს მეთაური, რთულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, იძულებულია გაითვალისწინოს უამრავი ფაქტორი და შეზღუდვა, რაც შემდეგ არაერთი ბრალდების, მათ შორის, ეროვნული ინტერესების გაყიდვის დაბრალების საფუძველიც ხდება.

ასეთ ფონზე თურქეთის პრეზიდენტი შთაბეჭდილებას ახდენს თავისი გეოპოლიტიკური თამაშების გაქანებით, რომლებსაც ერთდროულად აწარმოებს სხვა სახელმწიფოთა ინტერესების პრინციპული იგნორირებით, გამომწვევ–სკანდალური პოზიციითა და ნებისმიერ მომენტში სამხედრო მეთოდების გამოყენების არა მარტო მუქარით, არამედ ამისთვის მზადყოფნითაც. მაგალითად: სირია, ლიბია, საბერძნეთთან გამწვავებული ურთიერთობა, ნატოსთან გარჩევები С-400-ების გამო და აგერ ახლა მთიანი ყარაბაღი.

თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც სომხეთ–აზერბაიჯანის დარეგულირებაში არიან ჩართული, შეტაკებას ეწინააღმდეგებიან, თურქეთი უბრალოდ კი არ უჭერს მხარს ბაქოს, არამედ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრასაც მოითხოვს, რაც ნონსენსია თანამედროვე პოლიტიკისთვის.

მოკლედ, თურქეთის ლიდერი უხეშად მიიწევს დასახული მიზნისკენ – აღადგინოს თავისი ქვეყნის ნეოოსმანური დიდება და ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. უნდა ვაღიაროთ, რომ ქცევის ასეთ ხაზს მართლაც აქვს გარკვეული მომხიბლაობა, განსაკუთრებით, საერთაშორისო არენისთვის ჩვეული ფარული თამაშების, კულისებსმიღმა შეთანხმებებისა და დიპლომატიური ფარისევლობის ფონზე.

თუმცა ესეცაა, თურქული საგარეო პოლიტიკის ეფექტურობაზე მსჯელობა ჯერჯერობით მეტად ნაადრევია. უფრო მეტიც, ყოველ ახალ კონფლიქტთან ერთად, რომელშიც ანკარა ერთვება, იზრდება შანსები, რომ ეს ყველაფერი მისთვის არც ისე კარგად დამთავრდეს. ბოლო წლებში არაერთი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუძლოს ქვეყანამ ძლიერ გარე ზეწოლას. მაგრამ ერთ ფაქტს ყველა შემთხვევაში აქვს ადგილი — ეს არის სხვა გეოპოლიტიკური ძალებისგან ამა თუ იმ სახის მხარდაჭერის მიღება. სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო შედარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის — იქნება ეს ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა თუ ირანი. ეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსაც ეხება. რუსეთისთვისაც კი, რომელსაც ავტონომიურად არსებობისთვის კოლოსალური შიდა მარაგები აქვს, ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებამ დასავლეთთან ყველაზე მწვავე დაპირისპირების პერიოდში – 2014-2015 წლებში თავისი დადებითი როლი ითამაშა.   

თავად თურქეთსაც აქვს გასახსენებელი ახლო წარსულიდან ამ კონტექსტში. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მიღმა გამოკვეთილად ისახებოდა აშშ, ხოლო ევროპა პრაქტიკულად დაუფარავად გუშემატკივრობდა ამბოხებულებს. თურქეთის ლიდერს ხელისუფება და, დიდი ალბათობით, სიცოცხლეც, მაშინ მოსკოვმა შეუნარჩუნა, დროულად მიაწოდა რა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საქმე აქ ის არაა, რომ ერდოღანმა მალე დაივიწყა მისთვის გაწეული სიკეთე — დიდ პოლიტიკაში სენტიმენტები უადგილოა. მნიშვნელოვანი სხვა რამაა: თურქეთის პრეზიდენტი უგულებელყოფს ამ ისტორიის მთავარ გაკვეთილს, რომ ქვეყნის ყველა ბოლო საგარეო პოლიტიკური მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ სხვა „დერჟავებს“ შორის არსებული უთანხმოების გამო გახდა: რუსეთსა და აშშ-ს, აშშ-სა და ევროპას შორის და ასევე თავად ევროპის შიგნით. სწორედ ამის წყალობით მიიღო ანკარამ სირიაში, ლიბიაში და სხვა ქვეყნებში მანევრებზე სერიოზული თავისუფლება, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნებოდა ძალა, რომლისთვისაც ხელსაყრელი იყო მისი მორიგი ავანტურისთვის თუ არა მხარდაჭერა, წინააღმდეგობის არგაწევა მაინც.

ახლა კი ყველაფრიდან ჩანს, რომ რეჯეფ ერდოღანმა საკუთარი ძალების და წარმატებებისა იმდენად ირწმუნა, რომ მოკლე დროში სერიოზულად გაიფუჭა ურთიერთობები პლანეტის ყველა საკვანძო „დერჟავასთან“ — თავისი საომარი  სიჯიუტითა და სხვათა ინტერესების პრინციპული იგნორირებით.

ასეთ პირობებში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ფორტუნა სკმაოდ სწრაფად „იწურება“. თანაც კრახის მიზეზი ხშირად ხდება არა მტრების მიერ ჩაფიქრებული მზაკვრული გეგმები, არამედ დროულად გაწვდილი დახმარების ხელი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას

მთავარი თემები