მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირდაპირი სიგნალი კრემლს: რატომ გაგზავნა შეერთებულმა შტატებმა წყალქვეშა ნავი ნორვეგიაში

© photo: Sputnik / Vitaly Anikov / გადასვლა მედიაბანკშიწყალქვეშა ნავი
წყალქვეშა ნავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემის ინფორმაციით, მონაცემების ამგვარი გაშიფვრა დამახასიათებელი არ არის იმ ტაქტიკისთვის, რომელიც საიდუმლო სუბმარინების შემთხვევაში გამოიყენება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „სიგნალი გაუგზავნა“ კრემლს იმით, რომ ნორვეგიის ნაპირებისკენ, ქალაქ ტრომსეს მიდამოებში საიდუმლო წყალქვეშა ნავი USS Seawolf გაგზავნა, წერს The Drive.

გამოცემის ინფორმაციით, მონაცემების ამგვარი გაშიფვრა დამახასიათებელი არ არის იმ ტაქტიკისთვის, რომელიც საიდუმლო სუბმარინების შემთხვევაში გამოიყენება. სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ გზით შეერთებული შტატები გარკვეულ სიგნალებს უგზავნის რუსეთის ხელისუფლებას.

ნატოს სწავლებები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რა ხდება ნორვეგიაში

ამასთან, უცხოელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ტრომსეს არჩევა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ის რუსული წყალქვეშა ნავების ერთ-ერთი ცნობილი მარშრუტის სიახლოვეს მდებარეობს.

გარდა ამისა, ტრომსეში ასევე გაიგზავნა ექვსი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H, რომლებსაც ბორტზე ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. სტატიის ავტორმა ამერიკული სამხედრო სარდლობის ეს ნაბიჯი „პირდაპირ მოსკოვისთვის გამიზნულ სიგნალად“ შეაფასა.

ამასთან დაკავშირებით რადიო Sputnik-ის ეთერში მოსაზრება გამოთქვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის სამხედრო–პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ბატიუკმა.

მისი თქმით, მთელი საქმე არქტიკისთვის ბრძოლაა.

„დიდ „დერჟავებს“ შორის არქტიკისთვის ბრძოლა მიმდინარეობს — გლობალური დათბობის გამო ხდება არქტიკული ყინულების დნობა და ამიტომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შელფის მინერალური რესურსები უფრო ხელმისაწვდომი ხდება, მათ შორის ჩრდილოეთის საზღვაო გზაც. რუსეთის საზღვაო სტრატეგიის შესაბამისად, ის რუსეთის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ ამერიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას. გარდა ამისა, აქ ერთმანეთს ეჯახება წამყვანი „დერჟავების“ უსაფრთხოების ინტერესებიც. საკმარისია ითქვას, რომ არქტიკაზე გადის უმოკლესი გზა საერთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ფრენისთვის. იგივე ეხება სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც. ამიტომ გასაგებია, რატომაცაა არქტიკა ესოდენ მნიშვნელოვანი. ამერიკელები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რომ პოზიციების დათმობას არ აპირებენ“, — მიაჩნია ბატიუკს.

წყალქვეშა ნავი Seawolf და პროექტების Connecticut-ისა და Jimmy Carter-ის სხვა ხომალდები თავდაპირველად, 1983 წელს მრავალმიზნობრივ ატომურ სუბმარინებად იქმნებოდა, რომლებიც ამერიკული წყალქვეშა ძალების საყრდენი უნდა გამხდარიყო. ცივი ომის დასრულების შემდეგ პროექტზე ხარჯების შემცირებამ და ბიუჯეტის შემცირებამ აიძულა აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალები, უარი ეთქვა ამ ტიპის 29 წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე. მას შემდეგ, რაც სამი სუბმარინა მწყობრში შევიდა, მათი აგება შეჩერდა. ამ დროისათვის Seawolf-ის ტიპის წყალქვეშა ნავები სპეციალური ამოცანების შესრულებისთვის გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0