09:13 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
180 0 0

საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო Россия сегодня-მ წარმოადგინა კვლევა „რვაფეხა 2.0. კორონავირუსი რუსეთში“, რომელიც რუსეთის სახეს ეძღვნება დასავლურ (და არა მარტო) მასმედიაში.

ირინა ალქსნისი

ამჯერად მკვლევართა ყურადღების ცენტრში პანდემია მოხვდა, მაგრამ მოცული აღმოჩნდა არა მარტო „დიდი შვიდეულის“ ტოპ–მასმედია, არამედ ჩინეთისაც, სადაც იფეთქა კიდეც დაავადებამ.

მთლიანობაში „რვაფეხა 2.0“-ს განსაკუთრებული სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: COVID-19 დასავლურ მასმედიას ანტირუსული პროპაგანდის კიდევ ერთ საინფორმაციო საბაბად ჰქონდა გამოყენებული.

ამაში უპირობოდ ლიდერობენ ამერიკელები — ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკულ მედიასაშუალებაში პუბლიკაციების 58%-ს ნეგატიური ტონალობა ჰქონდა. მას მოსდევს გერამული მედია, სადაც ამ მაჩვენებელმა 44% შეადგინა, შემდეგ კანადა — 41%-ით და ბრიტანეთი — 38%-ით.

იმავდროულად, „შვიდიანის“ დანარჩენ სამ ქვეყანას რუსეთის მიმართ ნეგატივის შესამჩნევად დაბალი დონე აქვს: იაპონიას – 33%, იტალიას — 28%, ხოლო საფრანგეთს – სულაც 21%.

თუმცა პოზიტივის მხრივ ვითარება არც ისე სახარბიელოა — სულ რაღაც ერთიდან ხუთ პროცენტამდე. გამონაკლისი მხოლოდ იტალიაა, სადაც რუსეთსა და კორონავირუსს მთელი ცხრა პროცენტი დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. იოლი მისახვედრია, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში რუსეთის მიერ იტალიელებისთვის გაწეული დახმარება იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ მასმედიაში უფრო მეტი რაოდენობის სამადლობელი წერილები იბეჭდებოდა.

მაგრამ ამ ციფრებში საინტერესო მაინც სულ სხვა ასპექტია: ისინი ხილულად წარმოაჩენს მიმდინარე მომენტის ყველაზე აქტუალურ გეოპოლიტიკურ ტრენდებს. ერთი მხრივ, ანგლოსაქსები ანტირუსული შეტევების პიკზე რჩებიან, არიან რა მისი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი აშკარად კარგავენ უახლოესი მოკავშირეების მხარდაჭერასაც კი, რომლებიც ცდილობენ დაიჭირონ უფრო ნეიტრალური მიდგომა და არ გადააჭარბონ რუსოფობიაში, რაც სრულიად ლოგიკურია: დრო შეიცვალა და ახლა უკვე აღარ არის 2014 წელი.

იმავდროულად ციფრები წარმოაჩენს, რამდენად რთულ მდგომარეობაშია გერმანია — უპირველესად, საკუთარი თავისთვის. გერმანული წამყვანი მედიის აქტიური ანტირუსული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკურ ხაზს, სადაც ბერლინი არა მარტო იცავს მოსკოვთან ერთობლივ პროექტებს, არამედ თანმიმდევრულადაც თავისუფლდება აშშ-სგან ნახევრად საოკუპაციო დამოკიდებულებისგან. თუმცა მედიასფეროში ხილულად რჩება საკვანძო გამოცემების მკაცრი დაქვემდებარება და უსიტყვო ლოიალობა არა ეროვნული ინტერესების, არამედ ვაშინგტონელი სიუზერენის მიმართ.

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, რომლებიც ანტრუსულ–კოვიდურ პროპაგანდაში იყო გამოყენებული, ისინი არ გამოირჩეოდა ორიგინალობით და, ასე თუ ისე, დადის ორ კარგად ცნობილ ლეიტმოტივამდე: რუსეთი იღუპება როგორც არასდროს, მაგრამ ასევე წარმოადგენს დიდ საფრთხეს მსოფლიოსთვის.

კერძოდ ეს გამოჩნდა ქვეყნის ზოგადი ვითარების, ჯანდაცვის ეროვნული სისტემის, რუსეთის ხელისუფლების ქმედების კრიტიკაში COVID-19-თან ბრძოლაში და წინასწარმეტყველებებში, რომ ყველაფერი ბეწვზე ჰკიდია და ნგრევა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დანარჩენი პლანეტისთვის საფრთხეს, არც ამაში მოუგონიათ რაიმე ახალი. მთავარი ბრალდება — მოსკოვის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გატარებული დეზინფორმაციაა.

რა თქმა უნდა, ჩინურ მედიაში პრობლემის გაშუქება ბევრად განსხვავდება და საქმე არც იმ პოზიტიურ 20%-შია და არც ნეგატივის არარსებობაში. მთავარ თავისებურებად კორონავირუსთან ბრძოლაზე დაწერილი პუბლიკაციების რაოდენობაა. მარტიდან ივნისამდე პერიოდში ჩინეთის ტოპ–5 მედიარესურსში 1200-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა რუსეთის ბრძოლაზე ეპიდემიასთან. შედარებისთვის: ანალოგიურ პერიოდში ტექსტების მინიმალური რაოდენობა ჰქონდა კანადას — 238 ერთეული, ხოლო დანარჩენი ექვსი ქვეყნის მაჩვენებლები 371-დან (იტალია) 470-მდე (იაპონია) მერყეობდა, ამერიკელები კი თავიანთი 428 სტატიით სულაც მეხუთე ადგილზე არიან საერთო სიაში.

გამოდის, რომ სამ თვეში ჩინურმა მედიამ თემაზე „კორონავირუსი რუსეთში“ თითქმის სამჯერ მეტი მასალა გამოაქვეყნა, ვიდრე თითქოსდა პლანეტის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა მედიამ. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ ჩინური პულიკაციების 80%-ს ნეიტრალურ–საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა.

შეცდომა იქნებოდა, რომ მსგავსი კოლოსალური განსხვავება ჩინეთის განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესისთვის მიგვეწერა რუსეთის მიმართ. ყველაფერი ბევრად მარტივად და ბანალურადაა: საქმე წამყვანი ჩინური მედიასაშუალებების უფრო დაძაბულ მუშაობასა და უფრო მაღალ ეფექტურობაშია. ფაქტობრივად ამას ადასტურებს დასავლური შიშები ინფორმაციული ლიდერობის დაკარგვის თაობაზე.

ოდესღაც დასავლეთმა შექმნა მასმედიის საშუალებები მათი თანამედროვე გაგებით, და უპირობო ლიდერად და სანიმუშო მაგალითად იქცა დანარჩენებისთვის. სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის გავრცელება იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კოზირად იქცა — და წარმატებულადაც იყო გამოყენებული. მაგრამ პირდაპირ ახლა ამ აქამდე შეურყეველი სისტემის მზარდ კრიზისს ვხედავთ.

დასავლურ მედიასაშუალებებს სულ უფრო უჭირთ კონკურენციის გაწევა „არათავისუფალი სამყაროს“ მედიისთვის — იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი. შეგიძლიათ რამდენიც გსურთ იმდენი იცინოთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დათესილ პანიკაზე „კრემლის მედიასაცეცების“ შესახებ, მაგრამ RT და Sputnik-ი სულ უფრო ხშირად იღებენ დიდ გამოუხმაურებებს სოციალურ ქსელებში, ვიდრე ევროპის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საინფორმაციო რესურსები.

დასავლური მედია სულ უფრო ცუდად ართმევს თავს თავის მთავარ ფუნქციას — მაქსიმალურად ფართო და მრავალფეროვანი ახალი ამბების აკუმულირებასა და მიტანას მკითხველამდე. ეს ეხება მასალის შინაარსსაც და მიწოდებასაც.

დიახ, დასავლეთი ჯერ ისევ ინარჩუნებს „ყველაზე თავისუფალი, პატიოსანი და პროფესიული პრესის“ იარლიყს, მაგრამ ერთ დღესაც ეს ასე შეიძლება აღარ იყოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები