03:03 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2092)
74 0 0

მონტენეგროს კვალდაკვალ ნატოს მალე ბალკანეთის კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდება — ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტში შესაბამისი დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია.

ამ დროისათვის მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ბლოკში 29 წევრი სახელმწიფო შედის. გააძლიერებს თუ არა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პატარა სახელმწიფო ნატოს და რას წარმოადგენს მისი სამხედრო ძალები – იხილეთ ანდრეი კოცის მასალაში. 

არასაკმარისი ფული

ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენის The Military Balance 2019-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. არმია 1992 წელს ჩამოყალიბდა, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. მაშინ ეს ცუდად ეკიპირებული და სუსტად აღჭურვილი ჯარი იყო — ოთხი დაზიანებული ტანკითა და წარღვნამდელი ცეცხლსასროლი იარაღით. თუმცა ქვეყანამ მაშინვე აიღო კურსი ნატოში შესვლისკენ. ჩრდილომაკედონიური არმია ალიანსს სერბეთის დაბომბვაში დაეხმარა 1999 წელს და იმავე წელს შეუერთდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. დაიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმა. 

მაკედონიელებმა აშშ-სა და ნატოს არაერთ სამხედრო ოპერაციაში გაუწიეს ერთგული მოკავშირეობა. 2002 წლის აგვისტოდან 240-ზე მეტი მაკედონიელი სამხედრო მონაწილეობდა ავღანეთის ომში საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში. 2003 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე კი მცირე კონტინგენტი ეხმარებოდა ამერიკელებს ერაყში. შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში საკვანძო გახდა 2006 წელი, როდესაც მაკედონიაში სრულად გააუქმეს საყოველთაო სამხედრო ვალდებულება და პროფესიულ საკონტრაქტო არმიაზე გადავიდნენ.

The Military Balance 2019-ის მტკიცებით, გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიამ სამხედრო საჭიროებებზე 108 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი დახარჯა. როგორც ბიულეტენის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობამ გაზარდა ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობები, საბრძოლო ტექნიკის პარკთან დაკავშირებით კვლავ არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას ართულებს.

ჩრდილოეთი მაკედონია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ასევე დიდი სიშორის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მწვავე ნაკლებობას განიცდის, მაგრამ მათ საზღვარგარეთ შესაძენად ფული არ აქვს. 

მოკრძალებული ძალები

ჩრდილოეთ მაკედონიის სახმელეთო ჯარები შედგება სწრაფი რეაგირების, მხარდაჭერისა და სტრატეგიული რეზერვის ძალებისგან. მათგან პირველში შედის ქვეითი ბრიგადები და სატანკო ბატალიონი. მხარდაჭერის ძალები წარმოდგენილია საარტილერიო პოლკით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატალიონით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულით, კავშირისა და ლოგისტიკის, საინჟინრო ბატალიონებით, დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის ასეულებით. სტრატეგიულ რეზერვში კი შედის ორი ქვეითი ბრიგადა.

სატანკო ბატალიონში ირიცხება 30 ტანკი Т-72А, რომლებიც 90-იანებში ბულგარეთსა და უკრაინაში შეიძინეს. ქვეით ბრიგადებს ჰყავთ 11 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 10 ჯავშნოსანი ბუქსირი, 10 სადაზვერვო მანქანა, დაახლოებით 70 ჯავშანტრანსპორტიორი და ასევე ცხრა ბერძნული Leonidas-ი, 28 ამერიკული M113 და 84 გერმანული ჯავშნოსანი TM-179 Hermelin-ი. გარდა ამისა, ქვეითი ჯარების შემადგენლობაშია 80 „ჰამერი“. 2028 წლისთვის ჩრდილოეთ მაკედონია გეგმავს, რომ საბჭოთა საბრძოლო ტექნიკა 56 ერთეული თანამედროვე ამერიკული ჯავშნოსანი Stryker-ითა და 96 ჯავშანმანქანა JLTV-ით ჩაანაცვლოს.

სახმელეთო ჯარების არტილერია შედგება: „გრადის“ ტიპის 12 დანადგარისა და 12 იუგოსლავიური Plamen-სგან, 14 ამერიკული ჰაუბიცისა და 56 საბჭოთა М-30-სგან (ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა). გარდა ამისა, არის საბჭოთა და იუგოსლავიური წარმოების 39 ნაღმმტყორცნი. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან შეიძლება გამოიყოს მხოლოდ რამდენიმე ფრანგული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „მილანი“. 

სამხედრო-საჰაერო ძალების მფლობელობაშია ექვსი თვითმფრინავი: ერთი საბჭოთა Ан-2 და ხუთი ჩეხოსლოვაკიური სასწავლო-საწვრთნელი Z-242. სამხედრო ავიაცია უფრო სერიოზულადაა აღჭურვილი: ექვსი Ми-24В და ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო Ми-17 — უკრაინის მიერ გადაცემული და ისრაელის კომპანია Elbit-ის მიერ მოდერნიზებული, და ასევე ორი ამერიკული მრავალფუნქციური UH-1H Iroquois-ი.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში შედის რვა საბჭოთა მცირე სიშორის Стрела-10, რამდენიმე Игла-1 და 36 შვედური საზენიტო Bofors-ი.

სანაპირო დაცვის ჯარები — ეს სამხედრო კატარღების მცირე ქვედანაყოფია, რომელიც პრესპენსკისა და ოჰრიდის ტბების აკვატორიაზე პატრულირებს.

აღმოსავლეთის მიმართულება 

ამერიკელები სრულად უჭერენ მხარს სკოპიეს სწრაფვას, შევიდეს ნატოში. ესე იგი, ეს მხოლოდ დროის ამბავია. სამხედრო ალიანსში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია სამხედრო ბლოკს უკვე ზაფხულში მიუერთდება.

საწინააღმდეგო აზრი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა იური პილიპსონმა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს განუცხადა, ნატოს გაფართოება ანგრევს ნატოსადმი ნდობასა და სტაბილურობას ევროპაში და აძლიერებს კონფრონტაციას. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ქვეყნების ჩართვა ანტირუსულ პოლიტიკაში და ალიანსის სამხედრო დაგეგმარება არანაირად არ უწყობს ხელს კონტინენტის უსაფრთხოებას.

რა თქმა უნდა, საქმე აქ ჩრდილოეთ მაკედონიის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებში არ არის. მცირერიცხოვანი და სუსტად ეკიპირებული არმია ვერაფრით გააძლიერებს უამისოდაც მძლავრ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. სამხედრო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ამერიკელებს სჭირდებათ არა მაკედონიელი ჯარისკაცები და ტანკები, არამედ ამ ქვეყნის ტერიტორია — ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედებებისთვის.

„აშშ აპირებს გამოიყენოს ჩრდილოეთი მაკედონია პლაცდარმად. იქ შეიძლება განთავსდეს საშუალო სიშორის რაკეტები — რომლებსაც შეუძლია დააზიანოს რუსეთის სამიზნეები, განათავსოს ავიაბაზები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ხოლო მაკედონიის მოსახლეობა — ეს ამერიკელებისთვის საზარბაზნე ხორცია“, — განაცხადა გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა კონსტანტინ სავკოვმა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2092)

მთავარი თემები