23:21 05 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2746
  • 100 RUB4.6197
  • USD2.9573
ვითარება საქართველოს პარლამენტთან 19 ნოემბერს

პოლიტოლოგის მოსაზრება: ვის აწყობს ის, რაც თბილისში ხდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი ამბობს, რომ ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა კვლავინდებურად რჩება ქართული საგარეო პოლიტიკის მაგისტრალურ მიმართულებებად. 

სერგეი მარკედონოვი

საქართველოში კვლავ საპროტესტო აქციებია. მიუხედავად ხელისუფლების მზადყოფნისა, ძალა გამოიყენოს მასობრივი აქციების მონაწილეთა მიმართ, ოპოზიცია ქუჩის გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებს. ახალი საპროტესტო ტალღის შედეგების დაჯამება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ზოგი წინასწარი დასკვნის გაკეთება მაინც შეიძლება.

made in Georgia 

თუ შიდაპოლიტიკურ დინამიკაზე ვისაუბრებთ, დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მეტად განსხვავებული ძალები გაერთიანდნენ. ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან გიგი უგულავა და გიგა ბოკერია, დავით თარხან-მოურავი და ნინო ბურჯანაძე. საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც თავის დროზე ელექტორალურ წარმატებას სწორედ ივანიშვილის მხარდაჭერით მიაღწია. 2019 წლის ნოემბრამდე ამ ადამიანების ერთ პოლიტიკურ არენაზე წარმოდგენა მეტად პრობლემური იყო. დღეს კი ეს უკვე ფაქტია. 

და ამაშია ერთდროულად ძალაცა და სისუსტეც — როგორც ხელისუფლებისა, ისე ოპოზიციის. ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“, ჩააგდო რა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყნის მთელი პარტიულ-პოლიტიკური სპექტრი ტავის წინააღმდეგ განაწყო. ოპონენტების რეზონები გასაგებია. მაჟორიტარული სისტემის ნებისმიერ ელემენტზე უარის თქმის შემთხვევაში (რა დროსაც ფავორიტები არა იმდენად საზოგადო მოღვაწეები ხდებიან, რამდენადაც „მაგარი მეურნეები“), პარტიულ ნომინანტებს გადეპუტატების უფრო მეტი შანსი მიეცემოდათ. და ვინ იცის, იქნებ სამთავრობო კოალიციის წევრად გახდომის, ანუ გამინისტრების ან გავიცეპრემიერობისაც კი.

ადრე საქართველოს შიდა პოლიტიკა, ფაქტობრივად, ორფერი იყო. ივანიშვილი თავდაპირველად სააკაშვილს ებრძოდა, მერე კი „კოლექტიურ მიშას“, ანუ ექს-პრეზიდენტის ემიგრაციაში მყოფ მომხრეებს.

რა თქმა უნდა, დრო და დრო ქართულ პოლიტიკურ ჰორიზონტზე ჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც „მესამე გზას“ უჭერდნენ მხარს. მაგრამ ისინი განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიტრაბახებდნენ.

ახლა წინა პლანზე წამოიწია ლოზუნგმა „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ისინი, ვინც სხვა შემთხვევაში ერთმანეთს ოპონენტებად მიიჩნევდნენ.

დღეს თბილისში ბევრი იხსენებს მეზობელი სომხეთის „ხავერდოვან რევოლუციას“, რომელიც მსგავსი დამოკიდებულებებით იწყებოდა. ერევანში წელიწადნახევრის წინ ოპოზიცია სერჟ სარქისიანის დაუყოვნებლივ წასვლას მოითხოვდა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება სურდა პრეზიდენტის პოსტიდან მთავრობის თავმჯდომარედ გადასვლის გზით. 

მაგრამ სინამდვილეში სიტუაციური კოალიციების ისტორია ბევრად გრძელია და მდიდარი. ამის კლასიკური  მაგალითია 1860 წლის, ეგრეთ წოდებული, „საშინელი კოალიცია“,  როდესაც ვლახეთისა და მოლდოვეთის (შემდგომში რუმინეთის) გაერთიანებული სამთავროს გოსპოდარ ალექსანდრ კუზეს ოპონენტების ფართო სპექტრი აღუდგა წინ — კონსერვატორებიდან რადიკალებამდე. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი „საშინელი კოალიციები“ უფრო ჩვეულ მოვლენებად იქცა. და ეს საქართველოსთვის სიახლე არაა. შეიძლება გავიხსენოთ „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მეტად განსხვავებული ძალები გააერთიანა. ან 2008-2012 წლის ოპოზიციური გამოსვლები სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელშიც გამოიკვეთა კიდეც მომავალი „ქართული ოცნება“ (სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა ითქვას, რომ „ოცნებაც“ არა პარტიად, არამედ კოალიციად იწყებოდა). ეს დღეს გამოიყურებიან ეგზოტიკად დავით უსუფაშვილის,  გიორგი მარგველაშვილის, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის ერთობა, თორემ რამდენიმე წლის წინ ეს რეალობა გახლდათ. 

მარტო თუ ერთად, რა სჯობს?

მმართველი პარტიის დღევანდელ „მარტოობას“ თავისი პლუსები აქვს. ოპოზიციონერებს არაფერი აქვთ საერთო, გარდა ნეგატიური დღის წესრიგისა. „ატლანტისტებისთვის“ (არა მერტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ან „ევროპული საქართველოდან“, არამედ რესპუბლიკელებიდანაც) ნინო ბურჯანაძე „კრემლის აგენტად“ გამოიყურება. მისი „ევროსკეპტიციზმი“ თითქოს ემთხვევა დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსის“ მიდგომებს. ეს ორივე პოლიტიკოსი დადის მოსკოვში და რუსეთის წარმომადგენლებს ხვდებიან. მაგრამ, გარდა იდეოლოგიური სიახლოვისა, მათ პირადი ამბიციებიც აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ-ზეგ ივანიშვილმა და კომპანიამ ქართული პოლიტიკური ოლიმპი დატოვონ. რა პროგრამა აქვს „ყველას ერთის წინააღმდეგ?“ როგორ იმსჯელებენ გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე?  თუ წინა პლანზე ძლიერის უფლება წამოიწევს? ვისაც მეტი მომხრე ჰყავს ქუჩაში, მართალიც ისაა? კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. 

ამგვარად, სახეზეა ნაპრალი ახალი სახელების მოთხოვნასა და ხარისხიანი შეთავაზების არარსებობას შორის. ეს პრობლემა არახალია პოსტსაბჭოტა ქვეყნებისთვის. და სანამ ეს ნაპრალი არსებობს, მმართველ გუნდს შეუძლია გადააჯგუფოს ძალები და მორიგი საპროტესტო ტალღა გადააგოროს.

მაგრამ შეძლებს კი ის შესთავაზოს საზოგადოებას რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ეს შედარებით მცირე ბოროტების სტაგნაციაა დიდ რყევებთან შედარებით?    

პროტესტების საგარეო პოლიტიკური განზომილება 

ამასობაში კი საქართველოში შექმნილი ვითარება საინტერესოა არა მარტო როგორც შიდაპოლიტიკური სიუჟეტი. მასობრივი პროტესტები ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორც წესი, მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების კონკურენციის კონტექსტში განიხილება. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ დღესაც მნიშვნელოვან მოვლენად მოჩანს არა მარტო ხელისუფლების შეცვლის კონტექსტში, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირების კონტექსტშიც.

რამდენად აწყობს აშშ-ს, ევროკავშირსა თუ რუსეთს ის, რაც ამ ნოემბერში ხდება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში?

დღეისათვის, თუ საქართველოში დასავლური საელჩოების რეაქციების მიხედვით ვიმსჯელებთ, ახლანდელი საპროტესტო აქციების მიმართ არც აშშ-სა და არც  ევროპული ქვეყნების ინტერესი არ შეინიშნება. ისმის მხოლოდ მორიგე განცხადებები იმის შესახებ, რომ  ყველა პრობლემა მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში უნდა გადაიჭრას. ვაშინგტონსა და ბრიუსელს, როგორც ჩანს, არ ჰყავთ გამოკვეთილი ფავორიტი.

ამგვარი მიდგომის მიზეზები გასაგებია. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაადასტურა თავისი ლოიალობა ევროატლანტიკური არჩევანისადმი.  სტრატეგიული თვალსაზრისით, მას იოტისოდენითაც არ გადაუხვევია მიხელ სააკაშვილის კურსისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა კვლავინდებურად რჩება ქართული საგარეო პოლიტიკის მაგისტრალურ მიმართულებებად. უფრო მეტიც, ზოგ რაღაცაში „ქართულმა ოცნებამ“ კიდეც გააღრმავა წინამორბედების მიღწევები.  სწორედ მისი მმართველობის წლებში მოაწერა ხელი საქართველომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო რეჟიმის ამოქმედებას შენგენის ზონის ქვეყნებთან. და არც ავღანეთში შეუმცირებია თავისი ყოფნა. 

ამის გამო თბილისის დასავლელი პარტნიორები ამჯობინებენ, არ ეძებონ სიკეთე სიკეთისგან. დღევანდელ „საშინელ კოალიციაში“ ხომ ევროსკეპტიკოსებიც არიან და ქვეყნის ნეიტრალური თუ   ბლოკს მიღმა სტატუსის მხარდამჭერებიც. სერიოზული რყევების შემთხვევაში მათ გარკვეული პრეტენზიები ექნებათ და მათი ხმებისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევთ. ამერიკელები და მათი პარტნიორები კი უკვე დიდი ხანია აიგივებენ თავისუფლებას გარკვეული საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევასთან.

ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი სამართალდამცველების ნამდვილად შეუწყნარებელი ზომები 2011 წლის მაისში ნინო ბურჯანაძის მომხრეების წინააღმდეგ. დიპლომატიური კორპუსიდან ვინმემ გააპროტესტა ეს? ვინმემ უარი თქვა სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მიღებაზე? ალბათ სწორედ ამ მიზეზებით არ იწვევს თბილისის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებში შოკს სამართალდამცველების მკაცრი მოქმედებები 2019 წლის ივნისში თუ ახლა, ნოემბერში. 

სხვა საკითხია, თუ ამგვარი მოქმედებები ივანიშვილის იმ განცხადებებთან იქნებოდა „გარითმული“, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეეხებოდა. ასეთ შემთხვევაში ბევრს მოვისმენდით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ „ავტორიტარული რეჟიმის“ მხრიდან. 

სხვათა შორის, ქართული მოვლენებისადმი რეაქციებში თავშეკავებულია მოსკოვიც.  მათ შორის, ვინც დღეს პროტესტს გამოთქვამს, არიან ადამიანები, რომელთა შეხედულებები რუსეთისთვის ფრიად მისაღებია. თუმცა ამასაც აქვს ნიუანსები. ცნობილ „რუსოფილთა“ შორისაც კი არსებობს კონსენსუსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ.  აშკარაა, რომ წ არმატების შემთხვევაში მათთან დიალოგის აწყობა მარტივი არ იქნება. ამასთან, დღევანდელ საქართველოში დასავლურ ცენტრისტულ პოლიტიკაზე უარის თქმის განწყობაც არ დომინირებს. 

თბილისის დღევანდელი საპროტესტო აქციები უპირველესად საშინაო პოლიტიკას უკავშირდება. მაგრამ ნებისმიერ შიდა ბრძოლას შეუძლია გაააქტიუროს საგარეო პოლიტიკის სიუჟეტები — „ატლანტისტთა“ შორის ხომ მრავლად არიან ისეთები, ვისაც სწამს, რომ ივანიშვილი „კრემლის მარიონეტია“. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავს მოსაზრებას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე.

მთავარი თემები