რუსებისა და კომუნისტების ჯინაზე: პრაღაში ვლასოველებისთვის ძეგლის დადგმას აპირებენ

© photo: Sputnik / Emannuil Evsarikhin / გადასვლა მედიაბანკშინაცისტებისგან გათავისუფლებული პრაღის მოსახლეობა საბჭოთა ტანკებს ხვდება
ნაცისტებისგან გათავისუფლებული პრაღის მოსახლეობა საბჭოთა ტანკებს ხვდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩეხეთში ნაცისტი კოლაბორაციონისტებისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივას ეხმაურება რუსი და უკრაინელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმირ კორნილოვი

ვლადიმირ კორნილოვი

ჩეხეთში საბჭოთა განმათავისუფლებლების ძეგლების შეურაცხყოფისა და აღების კამპანია გრძელდება. როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გამარჯვების ხსოვნას ებრძვიან, განმათავისუფლებელთა მონუმენტების აღებას გარდაუვლად მოსდევს ნაცისტებისა და ნაცისტი კოლაბორაციონისტების რეაბილიტაცია. სხვაგვარად არ ხდება.

აი, პრაღაშიც, სადაც ცოტა ხნის წინ მარშალ კონევის ძეგლის აღება გადაწყვეტეს, რუსი კოლაბორაციონისტების ლიდერ გენერალ ვლასოვისთვის ძეგლის დადგმის წინადადება წამოაყენეს.

სკანდალური ინიციატივა პრაღის დასავლეთ რაიონის, რჟეპორიეს წინამძღოლმა პაველ ნოვოტნიმ წამოაყენა; თანაც ეს გენერალ ვლასოვის მიერ შექმნილი სტურქტურის, ეგრეთ წოდებული, რუსეთის ხალხთა გათავისუფლების კომიტეტის პრაღის მანიფესტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიგენერალი ანდრეი ვლასოვი გერმანელ ოფიცრებთან ერტად იღებს „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ აღლუმს
რუსებისა და კომუნისტების ჯინაზე: პრაღაში ვლასოველებისთვის ძეგლის დადგმას აპირებენ - Sputnik საქართველო
გენერალი ანდრეი ვლასოვი გერმანელ ოფიცრებთან ერტად იღებს „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ აღლუმს

ნოვოტნიმ პირობა დადო, რომ უკვე მომავალ წელს (როგორც ჩანს, პრაღის გათავისუფლების 75-ე წლისთავზე) რაიონში ვლასოველების ძეგლს აღმართავენ, ვინაიდან სწორედ ისინი მიაჩნია პრაღის ნაცისტებისგან ჭეშმარიტ გამათავისუფლებლებად.

მან ეს ძალიან მარტივად ახსნა: „კომუნისტები ჩაისვრიან“.

ამასთან, შეურაცხმყოფელად მოიხსენია მარშალი კონევი, რომლის ჯარებმაც გადაარჩინეს პრაღა ნგრევისგან 1945 წელს.

ნოვოტნი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა ჩეხეთში; თანაც სკანდალურად ცნობილი. გასულ წლამდე ის ყვითელ ტაბლოიდებში მუშაობდა, ხმაურიან თოქ-შოუებში მონაწილეობდა და ტელეეთერებში პენისიანი სათვალეებითაც პოზირებდა. თუმცა მერე ერთ-ერთ ძირთად პოლიტიკურ ძალას მიემხრო და და რაიონის წინამძღოლის არჩევნებში გაიმარჯვა.

ეპატაჟური შოუმენისა და დამწყები პოლიტიკოსის იდეაზე შეიძლებოდა სერიოზულად არც გვემსჯელა, ამის უკან უფრო წონადი ფიგურები რომ არ იდგნენ. თავად  ნოვოტნი  აღიარებს, რომ ამ სკანდალურ ნაბიჯზე მას თანაპარტიელმა პაველ ჟაჩეკმა უბიძგა, ტოტალიტარული რეჟიმების კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ამჟამად პარლამენტის დეპუტატმა, სადაც ის თავდაცვის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

გარდა ამისა, როგორც თავად  ნოვოტნი აცხადებს, ინიციატივას მხურვალედ დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის ექს-დეპუტატმა არომირ შტეტინამ, რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა.

ამასთან, თავად ღონისძიება, რომელზეც ვლასოველების პრაღის დოკუმენტის საეჭვო იუბილე აღინიშნებოდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს ეპატაჟური წინამძღოლის უბრალო პრანკი არ არის. ბოლოს და ბოლოს, სტრუქტურა, რომელმაც ეს „კონფერენცია“ მოაწყო, ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი პარტნიორები ჩეხეთის კულტურის სამინისტრო და პრაღის მერიაა. ხოლო მანამდე არაერთხელ გამოთქმული იდეების უკან, პატივი მიეგოთ ვლასოველების ხსოვნისთვის, ზოგჯერ ოფიციალური პირებიც იდგნენ.

ფსევდოისტორიული იგავი იმის შესახებ, რომ წითელი არმიის მისვლამდე პრაღა ნაცისტებისგან რუსმა კოლაბორაციონისტებმა გაათავისუფლეს, დიდი ხანია, ცნობილია და არაერთხელაა უარყოფილი ისტორიკოსების მიერ. ეს იგავი თავად ომს გადარჩენილმა ვლასოველებმა შექმნეს. ის გაკვრით აქვს მოხსენიებული ალექსანდრ სოლჟენიცინს „გულაგის არქიპელაგში“.

© photo: Sputnik / Fedor Levshin / გადასვლა მედიაბანკშიტანკისტებისა და კავალერისტების კოლონა ბრნო-პრაღის მარშზე
რუსებისა და კომუნისტების ჯინაზე: პრაღაში ვლასოველებისთვის ძეგლის დადგმას აპირებენ - Sputnik საქართველო
ტანკისტებისა და კავალერისტების კოლონა ბრნო-პრაღის მარშზე

ამ მითის თანახმად, 1945 წლის 5 მაისს დაწყებული პრაღის აჯანყების დროს, გერმანელებს მოულოდნელად შეუტია ვლასოვის  დივიზიამ სერგეი ბუნიაჩენკოს მეთაურობით და ამბოხებულებს პრაღიდან ოკუპანტების გაყრაში დაეხმარა. ამის შემდეგ კი დივიზია თითქოს დასავლეთისკენ გაიჭრა, ამერიკელებისკენ, რომლებიც იმ მომენტისთვის პლზენიას რაიონში იმყოფებოდნენ. საბჭოთა მეომრები კი უკვე გათავისუფლებულ პრაღაში შევიდნენ.

ამ მითის უსაფუძვლობის დასადასტურებლად არაერთი  დოკუმენტის მოხმობა შეიძლება. მაგრამ საამისოდ ორი ურყევი ფაქტის უბრალო შეპირისპირებაც საკმარისია. თავად ვლასოველები აღიარებენ, რომ პრაღა 7 მაისის საღამოს დატოვეს. ხოლო 9 მაისის დილიდან საბჭოთა ტანკისტები უმძიმეს ბრძოლას აწარმოებდნენ ჩეხეთის დედაქალაქში, განსაკუთრებით, ხიდებისთვის, რომელთა აფეთქებასაც ცდილობდნენ გერმანელები უკან დახევის წინ.  სწორედ ვლტავაზე არსებული  ხიდისთვის ბრძოლაში დაიღუპა ლეიტენანტი ივან გონჩარენკო, რომლის ტანკიც პირველი შეიჭრა  ქალაქში და მოწინააღმდეგის ერთ-ერთი არტილერიული დანადგარი გაანადგურა, საიდანაც საბჭოთა ჯარებს ესროდნენ.  

ისმის კითხვა: მაშ, ვისი იყო ეს არტილერიული დანადგარები, თუ ვლასოველებს ქალაქი უკვე გათავისფლებული ჰქონდათ ნაცისტებისგან?

ტანკისტ  გონჩარენკოს გმირობას დიდი ხნის განმავლობაში ახსენებდა პრაღელებს ტანკ ИС-2-ის მონუმენტი, რომელიც ახლა აღებულია პოსტამენტიდან, შეურაცხმყოფელად არის გადაღებილი ვარდისფრად და ბურლესკებისა და პერფორმანსებისთვის გამოიყენება.

იმ მოვლენების თვითმხილველი, ცნობილი მწერალი და სამხედრო კორესპონდენტი ბორის პოლევოი იხსენებდა:  „ბრძოლები ცენტრში, ქარხნებსა და ხიდებთან. განსაკუთრებით, ხიდებთან. იქ გერმანული არტილერიაა. და ტანკები ეზოებში“. არადა, ვლასოველების კვალი უკვე გამქრალია ქალაქიდან, სადაც უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსი კოლაბორაციონისტების მიერ პრაღის „გათავისუფლების“ ისტორია საკმაოდ მარტივად აიხსნება. ვლასოველების ნარჩენები, ესმოდათ რა, რომ წითელი არმიისგან დანდობა არ ექნებოდათ, დასავლეთისკენ მიიჩქაროდნენ, ამერიკელებისთვის დანებების იმედით. პრაღაში აღმოჩენილებმა გერმანული სარდლობის ულტიმატური ბრძანება მიიღეს, გადასულიყვნენ ჯგუფ „ცენტრის“ განკარგულებაში. ვლასოველებმა გააცნობიერეს, რომ ეს უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა, ამიტომ უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე, რის შემდეგაც გერმანელებთან შეტაკებები მოუხდათ. 

ამასთან, კოლაბორაციონისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკელები რუსებზე ადრე შევიდოდნენ პრაღაში და ვე რმახტის ნაწილებთან ბრძოლას შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაუთვლიდნენ. მაგრამ 7 მაისს, მიხვდნენ რა, რომ ამერიკული ქვედანაყოფები აღმოსავლეთისკენ წინსვლას არ აპირებდნენ, ვლასოველებმა მყის დაივიწყეს გერმანელებთან უთანხმოება და გაიქცნენ. თუმცა უშედეგოდ. ერთ ნაწილს წითელი არმია წამოეწია, მეორენი კი მოგვიანებით ამერიკელებს გადასცეს.

ესა და ეს პრაღის „გათავისუფლების“ ისტორია, რომელსაც ასე ბერავენ ადგილობრივი ლიბერალები და დასავლელი პოლიტიკოსები.

გასაგებია, რომ ვლასოველების გათეთრების მცდელობა შეგნებულად მიმდინარეობს. ამის მიზანი საბჭოთა მეომრის გმირობის დამცრობაა. სწორედ ამ მიზნით მოაწყვეს „პრაღის მანიფესტის“ იუბილესადმი მიძღვნილი „კონფერენცია“.

დოკუმენტი 1944 წელს მიიღო „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ (ეგრეთ წოდებული, ვლასოველების)  ხელმძღვანელობამ, მათი გიმლერის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით. სწორედ მასთან შეთანხმდა ტექსტი, რომელიც არსობრივად ჰიტლერისადმი ფიცს წარმოადგენს. ახლა კი ამ დოკუმენტს ლამის რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნების პროგრამულ დოკუმენტად გვაჩეჩებენ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის სპიკერმა ირჟი ოვჩაჩეკმა პაველ ნოვოტნის შეახსენა, რომ აღნიშნულ მანიფესტში გამოხატულია განზრახვა, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად ებრძოლონ ამერიკელ და ბრიტანელ „პლუტოკრატებს“. პრაღის რაიონის წინამძღოლმა დაადასტურა, რომ საქმის კურსშია, მაგრამ მაინც დაუდგამს ვლასოველებს ძეგლს, ხოლო ისტორიულ კამათებს „სხვებს დაუტოვებს“. რაც შეეხება მარშალ კონევისა და ლეიტენანტ გონჩარენკოს, მისი აზრით, ისინი ძეგლებს არ იმსახურებენ.

კანონზომიერება ამგვარია:  ევროპის ნაციზმისგან საბჭოთა განმათავისუფლებლების დამცირების, შეურაცხყოფის ნებისმიერ მცდელობას გარდაუვლად მოსდევს ნაცისტი კოლაბორაციონისტების რეაბილიტაცია. ეს უკვე გამოცადეს საკუთარ თავზე ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ. ახლა კი ჩეხეთის ჯერია. ისღა გვრჩება, იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ეს პროცესი შეჩერდება და უკუსვლას დაიწყებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0