23:14 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-400

„სერიოზული გამოწვევა“: აშშ-ის და თურქეთის ლიდერები C-400-ის საკითხს გადაჭრიან

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (770)
58 0 0

საჰაერო თავდაცვის უახლეს რუსულ სისტემა С-400-თან დაკავშირებულმა კონტრაქტმა კრიზისი წარმოშვა ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში.

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანს განზრახული აქვთ, გადაჭრან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის თურქეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხი. ამერიკის ლიდერისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი კოშკინმა.

თურქეთის მიერ რუსული კომპლექსის С-400-ის შეძენა ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობებში ახალ გამოწვევებს აჩენს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ამასთანავე სახელმწიფოთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აპირებენ განიხილონ და გადაჭრან აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენ რეგულარულად ვმსჯელობთ ამაზე, განვიხილავთ დღეს და განვაგრძობთ განხილვას მომავალშიც“, — ციტირებს ტრამპს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან და ერდოღანმა სთხოვეს ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველებს, სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა „С-400-ის პრობლემის“ გადაჭრაზე.

რადიო Sputnik-თან საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი კოშკინმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან С-400-ის შეძენა სერიოზული გამოწვევაა აშშ-სთვის.  

„თურქეთის მიერ С-400-ის შეძენა შეერთებული შტატებისთვის, რა თქმა უნდა, მეტად სერიოზული გამოწვევაა. თურქეთი — ეს სიდიდით მეორე არმიაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამგვარ სიტუაციაში დაუმორჩილებლობა, აშშ-თან თანამშრომლობის სურვილის არქონა ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის დომინანტ როლს მთელ მსოფლიოში. ამიტომ დონალდ ტრამპი ყველა მეთოდს იყენებს. უპირველესად, ეს სანქციებით დაშინებაა, რამაც შედეგი არ გამოიღო. ახლა ის დიამეტრულად ცვლის ორიენტირს და ცდილობს, მოილაპარაკოს ერდოღანთან მეტად მაცდუნებელი გარიგებების შეთავაზებით. ეს სერიოზული უთანხმოების წინაპირობაა, განსაკუთრებით, სირიის ტერიტორიაზე. ამასთან, ტრამპი ღრმადაა ჩაფლული მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხში და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს იმ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც ამერიკა აგებს“, — განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა.

საჰაერო თავდაცვის უახლეს რუსულ სისტემა С-400-სთან დაკავშირებულმა კონტრაქტმა კრიზისი წარმოშვა ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში. შეერთებული შტატები თურქეთისგან მოითხოვდა, უარი ეთქვა შეთანხმებაზე ამერიკული კომპლექსის Patriot-ის შესყიდვის სანაცვლოდ. ამასთან ემუქრებოდნენ თურქეთს, რომ საერთოდ შეუჩერებდნენ ანკარას გამანადგურებელ F-35-ების მიყიდვას და სანქციებს დაუწესებდნენ.

თურქეთმა უარი განაცხადა დათმობაზე. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სრული დანერგვა მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.

თემები:
მსოფლიო დღეს (770)

მთავარი თემები