ქართული პოლიტიკის „ბრძოლა წესების გარეშე“, ანუ ვინ დაითვლის წიწილებს 2020-ის შემოდგომაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliპლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტში
პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფულის, სისხლის და ნავთობის სუნი – აი, რა უნდა ეგრძნოთ დემნა გვასალიას ერთ-ერთ ბოლო ჩვენებაზე მისულ სტუმრებს. თემა ოფიციალური ჩაცმულობა გახლდათ... შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, შანტაჟი, ფულის, სისხლის და ნეპოტიზმის სუნი ქართულ პოლიტიკაში ისე მძლავრად ტრიალებს, როგორც არასდროს.

არსებობს პარალელური რეალობები – ერთი საქართველო, რომელიც შიმშილს ებრძვის და მეორე – ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო დიდი ფულის შოვნას ლამობს. და დღეს რომ იდეური, მწყობრად ჩამოყალიბებული პროგრამის, სახელმწიფოს მოწყობის გეგმის მქონე პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, ვეჭვობ, საზოგადოება აუცილებლად გაჰყვეს. არსებობენ თუ არა ასეთი ადამიანები საქართველოში? დიახ, არსებობენ, მაგრამ პოლიტიკურ აქტივობას, პარტიის შექმნას, რეგიონების მოვლას და ა.შ. ფული და მოცალეობა სჭირდება, ხოლო ადამიანები, რომლებიც სამ ადგილზე მუშაობენ ოჯახის შიმშილისგან დასახსნელად, ძნელი სავარაუდოა, რომ ასეთ ფუფუნებას მიეცნენ.

საპროტესტო აქცია პარლამეტის წინ - Sputnik საქართველო
უიდეობა და ურეიტინგობა ქართულ პოლიტიკაში, ანუ ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი?

ამასობაში ყველა ფულიან ტიპს პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია უჩნდება. ამ მხრივ მე-9 მოწვევის პარლამენტი რეკორდული მაჩვენებლებით გამოირჩევა.

დეპუტატთა მესამედი დეკლარირებული მილიონერია... ვის, სად და როგორ აქვს ეს ფული ნაშოვნი, არავის უკითხავს, საზოგადოების რეაქციაც შესაბამისია – არასოდეს ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ხალხის ნდობა ასეთი დაბალი.

სწორედ ამიტომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წინადადებით გამოდის, დეპუტატთა რიცხვი 150-დან 100-მდე შემცირდეს, რითიც ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში ერთი მანდატის ფასი აიწევს.

რეალურად, დღევანდელი გათვლით, 2020-ში ერთი მანდატის მოსაპოვებლად 14-15 ათასი ხმა იქნება საჭირო, მაგრამ ბრძოლა ხმებისთვის უფრო მძაფრი და სასტიკი იქნება, ვიდრე გოეთეს ფაუსტი იბრძოდა სულების მოსაპოვებლად.

მამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზეტაცია ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე არჩევნებზე ბევრ მოულოდნელობას ელოდება. მისი თქმით, ისეთი პარტიები დარჩებიან პარლამენტს მიღმა, რომ თავადაც გაუკვირდებათ.

პარლამენტმა კი უკვე დაასრულა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები. ამჯერად ინციდენტების გარეშე.

როგორც ჩანს, პროპორციული საარჩევნო სისტემაც რეალობა გახდება და ნულოვანი ბარიერიც, თუმცა ამ პირობებშიც კი არ ჩანს საკმარისი შიდა რესურსი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოსაჩენად. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ასეთი რესურსი გარედანაც მოდის საქართველოში.

წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ ხაზარაძის „ლელოს“ ლელოს დადება გაუჭირდება, რახან ისეთ ეროვნულ ფასეულობას დაუპირისპირდა, როგორიცაა ხაჭაპური. შედეგად ორი დღეა მთელი საფეისბუქეთი ხაჭაპურის ცხობით დაკავდა, ხოლო ვისაც ამის დრო არ გვაქვს – ნერწყვების ყლაპვით. ისე, რა კულინარია აუტყდა ამ კაცს, თავად ისეთი კოსმოპოლიტიც კი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდა და მალე ფბ-ზე ხატების გაზიარებით დაკავდება.

შოთა შალელაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვა პარლამენტი უმრავლესობის მილიონერმა დეპუტატმა

ეს ირონიით. სინამდვილეში კი 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანები ციფრული ტექნოლოგიებითა და ტელეპორტაციით არიან დაკავებული, სირცხვილია განვითარების ასეთ დონეზე დარჩენა და ფულიანი ბობოლების პოლიტიკური თამაშები.

მაინც ვფიქრობ, რომ სინათლე ნელა, არა მზის სხივის სიჩქარით, მაგრამ მაინც შეაღწევს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0