რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა" და რატომ „გადააგდო" პარლამენტმა ვენეციის კომისია

© photo: Sputnik / StringerФемида - богиня правосудия
Фемида - богиня правосудия - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა დაგვიბარა ვენეციის კომისიამ და რა შედეგს მოიტანს მისი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა?

სასამართლო რომ ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია, ამაში პარლამენტში მიმდინარე პროცესებიც გვარწმუნებს. ჯერ იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გარშემო მიმდინარე დავის გამო „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, ახლა კი ყოფილი თანაგუნდელები სულაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს.

სასამართლოს რეფორმის მოლოდინში
რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა და რატომ „გადააგდო პარლამენტმა ვენეციის კომისია - Sputnik საქართველო
სასამართლოს რეფორმის მოლოდინში

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და თან ისე, რომ კონტროლი სასამართლოზე, ასე თუ ისე, შეინარჩუნა. ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი თავად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, რომელიც ერთი კვირის წინ გვარწმუნებდა, რომ უმრავლესობას ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარებისკენ მოუწოდებდა. თავის დროზე სწორედ უმრავლესობამ სთხოვა ევროპის საბჭოს ამ მეტად ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ჩართულიყო პროცესში და წარმოედგინა საკუთარი შეხედულებები. მაგრამ, საბოლოოდ, იურიდიული კომიტეტის სხდომა მისმა თავმჯდომარემ, კობახიძის მეგობარმა ანრი ოხანაშვილმა დასკვნის მიღებამდე ოდნავ ადრე ჩანიშნა, მეორე მოსმენისათვის კი უმრავლესობა შეიკრიბა და 10 რეკომენდაციიდან მხოლოდ 2 გაითვალისწინეს, ისიც იმის შესახებ, რომ პროფესიონალმა და მაღალი ავტორიტეტის მქონე იურისტმა გამოცდა აღარ უნდა ჩააბაროს უზენაესი სასამართლოს წევრობისათვის.

საქართელოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
კობახიძე: „მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები გვეყოლება...“

როგორც ჩანს, ვენეციის კომისია, კრიტიკული ტონის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად უყურებს ქართული დემოკრატიის მომავალს. 28 წელია, ისინი დასკვნას დასკვნაზე გვიგზავნიან, პროექტს პროექტზე... ჯერ ისინი საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია მთლიანად ხელისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში, და მაინც იმედიანად გვიყურებენ. ამჯერადაც, კომისიამ სამართლიანად შენიშნა, თქვენი იუსტიციის საბჭო, ცოტა არ იყოს, ევროპულად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს და იქნებ სჯობდეს, თავად უზენაეს სასამართლოს წევრებს დავეკითხოთ, რამდენი მოსამართლე სჭირდებათ აუცილებლად ფუნქციონირებისათვის, მათი ნაწილის არჩევა კი მომავალ პარლამენტს მივანდოთო.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვეღარ აქვს დიდი იმედი, რომ მომავალი პარლამენტი ასე ერთგულად იბრძოლებს მურუსიძე-მიქაუტაძის სიისათვის და სწორედ ამიტომ ეს რეკომენდაცია არ და ვერ იქნა გათვალისწინებული, ისევე, როგორც მოსაზრება თავად საბჭოს დაშლისა და პარლამენტის მიერ მისი ხელახლა არჩევის შესახებ.

გასაოცარი კია – როგორც იურისტი ლევან ბოძაშვილი სამართლიანად აღნიშნავს, ამერიკის 330-მილიონიან მოსახლეობას უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლე ჰყოფნის და მათი უკმარისობის გამო ჯერ არავის დაუჩივლია, და საქართველოს 3-მილიონიან მოსახლეობას რა აქვს ასეთი სადავო, რომ 28 მოსამართლე სჭირდება?!.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან: რას მოითხოვენ დეპუტატები „ქართული ოცნებისგან“

პარლამენტში, კობახიძის გარდა, კიდევ ორი – ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეებისა და „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტები იყო წარდგენილი იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თაობაზე, თუმცა ალბათ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ისინი კანონებად იქცეოდნენ და 76 ხმას მოაგროვებდნენ.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის „განაჩენი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობისათვის. ეს დასკვნა ნიშნავს, რომ საბჭოს შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, ასევე ვინც საბჭოშია, ან იქნება მომავალში, არ უნდა იყოს წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“, – დაწერა იურისტმა ლევან ბოძაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობას „კლანონმდებლობა“ უწოდა.

ზოგადად, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვაა, რომ არსებული მექანიზმი უზენაეს სასამართლოში უვადოდ და გაუმჭვირვალე პროცედურებით მურუსიძე-მიქაუტაძის სამეგობროს გამწესებას უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, სულ ცოტა, 30-40 წლის მანძილზე ეყოლებიან ის მოსამართლეები, რომელთაც დღეს პარლამენტი აირჩევს სასწრაფო წესით. 2019 წლის 1 ივლისისათვის უზენაეს სასამართლოში 8 მოსამართლე დარჩება, ხოლო 20-ს, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით, სწორედ ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტი შეარჩევს.

თემიდა - Sputnik საქართველო
საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა

უმრავლესობამ ვენეციის კომისიაც კი დაადანაშაულა პოლიტიკურ მითითებებში, თუმცა ზოგადად სასამართლო ხელისუფლების თემა რომ უმნიშვნელოვანესია, არავინ დავობს. კონსტიტუციაც და კანონიც ზოგადად პოლიტიკური პროცესების მოწესრიგებას ესაჭიროება. ახლა არც ვენეციის კომისიის წევრები, არც ეუთო და ევროკავშირი ამის გამო განცხადებებს არ გაავრცელებენ და არ გვიჩივლებენ, მაგრამ ეს პროცესი რომ ნეგატიურად აისახება დასავლეთთან საქართველოს, მეტადრე კი მისი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, ფაქტია.

რაც შეეხება ოპოზიციას და მის მიერ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნას, ჟურნალისტები მათ გამუდმებით ახსენებენ, რომ მურუსიძე მათი პირმშოა და მათ უკან კუბლაშვილები დგანან, ასე მყუდროდ რომ მრჩევლად დაუდგნენ „ქართულ ოცნებას“. სწორედ გიგა ბოკერია იყო 2008 წლის პარლამენტში იმ ცვლილებების ინიციატორი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი შეუმსუბუქა და ამ მხრივ ის მურუსიძეზე სიმპათიურად ნამდვილად არ გამოიყურება. მეორეს მხრივ ნამდვილად გასაოცარია, რა მოძებნეს საერთო გირგვლიანის ოჯახის ყოფილმა ადვოკატმა შავგულიძემ და ბოკერიამ...

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

ყველა ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების დანაწილების მონტესკიესეული სქემა მოქმედებს, დავებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის სასამართლო წყვეტს. ამიტომ შეძლო ამერიკის სასამართლომ პრეზიდენტ ნიქსონის გადაყენება, ამიტომ იმარჯვებს დემოკრატია და იმარჯვებენ რიგითი ადამიანები თავისუფლებისათვის ბრძოლაში. „არაა სამართალი – არაა სიმშვიდე, არაა დემოკრატია“, – ცნობილი ინგლისური გამონათქვამის ამ ქართული ანალოგით რეალური სიტუაცია ასეთია: 2016 წლის მოწვევის პარლამენტი უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლეს აირჩევს და დანიშნავს უფლებამოსილების ამოწურვამდე. თუმცა რამდენად სტაბილური იქნება მათი უვადო მოსამართლეობა და რა შედეგებს მოუტანს ეს მმართველ პარტიას, ამას სწორედ პოლიტიკური პროცესი გვიჩვენებს. მიუხედავად თემის აქტუალობისა, ფაქტი ისაა, რომ სოციალური პრობლემებით დამძიმებულ ადამიანებს ახლა სასამართლო რეფორმის მორიგ ნიუანსებში გარკვევის თავი ნაკლებად აქვთ და ეს იმ პოლიტიკოსებმაც არაჩვეულებრივად იციან, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0