დროის მენეჯმენტი – როგორ „ჩავეტიოთ დროში“

© FB / Natia Koiavaნათია ქოიავა
ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია საჯარო მმართველობის დოქტორი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასოცირებული პროფესორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა.

ნათია ქოიავა კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს კომპლექსების მოხსნის, დაბალი თვითშეფასების დაძლევის, წარმატების მიღწევის, დროის მენეჯმენტის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის საკითხებში. დღეს კი ტრენერი ისაუბრებს დროის მენეჯმენტზე.

დღევანდელ თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვალებად, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე სამყაროში ადამიანთა უმრავლესობა მუდმივად ჩივის იმაზე, რომ დრო არა აქვს, ყველაფერს ვერ ასწრებს, ვერ აღწევს მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსს, ყველა საქმის მოსასწრებად არ ჰყოფნის დღე–ღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და ა.შ. სინამდვილეში დრო ზუსტად იმდენი გვაქვს, რამდენიც გვჭირდება. მთავარია, მისი სწორად განაწილება და პრიორიტეტების სწორად დასახვა ვისწავლოთ.

წარმოიდგინეთ, რომ სამოგზაუროდ მიდიხართ და გინდათ ჩემოდანში რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი ჩაატიოთ. ჯერ სცადეთ მათი უწესრიგოდ, დაუდევრად ჩაყრა. ნახავთ, რომ ძალიან ცოტა ტანსაცმლის ჩატევას შეძლებთ. შემდეგ სცადეთ ტანსაცმელი დაკეცოთ. ნახავთ, რომ ჩემოდანში გაცილებით მეტი ჩაეტევა. ასევეა ცხოვრებაშიც: რაც უფრო კარგად ხარ ორგანიზებული, მით მეტის გაკეთებას ასწრებ, მეტ დროს უთმობ ოჯახსა და მეგობრებს, მუშაობას, სწავლას, საკუთარ თავს…

მოწევა კლავს - Sputnik საქართველო
მოწევა კლავს! – როგორ დავანებოთ თამბაქოს მოწევას თავი

ადამიანები დროს ოთხ სხვადასხვა კვადრატში ატარებენ. ეს კვადრატები ორი ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება: მნიშვნელოვანი და სასწრაფო. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ორიენტირებულია სასწრაფოზე. ამას მოწმობს „სწრაფი კვების“ ობიექტები, მობილური ტელეფონები, ხანმოკლე და ეფექტური დიეტები…

I კვადრატი: „სასწრაფო“ საქმეები

პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც იმდენად ორიენტირებული ვართ „სასწრაფოზე“, რომ გვავიწყდება ის, რაც მნიშვნელოვანია.

I კვადრატი მოიცავს სასწრაფო და მნიშვნელოვან საქმეებს. ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ფორს-მაჟორი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგრამ ხშირად ადამიანები I კვადრატში ხელოვნურად აღმოჩნდებიან ხოლმე იმის გამო, რომ საქმეს გადადებენ, აჭიანურებენ და ბოლო მომენტში იწყებენ მოქმედებას. ცხადია, I კვადრატი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ თუ იქ მეტისმეტად დიდ დროს გავატარებთ, ჩვენი პოტენციალის გამოყენების საშუალება არ მოგვეცემა.

ნარცისების ბაღი - Sputnik საქართველო
ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

I კვადრატში მეტისმეტად დიდი დროის გატარების შედეგებია:

სტრესი/მღელვარება;

გამოფიტვა/გადაწვა;

საქმის საშუალო დონეზე კეთება

II კვადრატი დროებით გამოვტოვოთ და გადავიდეთ III კვადრატზე – საუკეთესო ბოლოსთვის შემოვინახოთ.

სასწრაფო და ნაკლებად მნიშვნელოვანი — III კვადრატი

III კვადრატის კომპონენტებია სასწრაფო და ნაკლებად მნიშვნელოვანი. ამან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან ხშირად სასწრაფო საქმე მნიშვნელოვნად გვეჩვენება. III კვადრატი სავსეა ისეთი მოქმედებებით, რომლებიც შეიძლება სხვა ადამიანისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა – შენთვის. აქ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ ადამიანს ამის გაკეთება შენ გარეშეც შეუძლია. ე.ი. ეს მის ლეგიტიმურ საჭიროებას არ წარმოადგენს. ეს ისეთი რამეა, რაზეც დიდი სიამოვნებით იტყოდი „არას“, მაგრამ გეშინია, ვინმეს არ აწყენინო. ამ კვადრატში არიან ადამიანები, რომლებიც ყველას ყველაფერზე ეთანხმებიან, ცდილობენ ყველას ასიამოვნონ. ეს კი მთავრდება იმით, რომ საბოლოო ჯამში ვერავისაც ვერ ასიამოვნებ, საკუთარი თავის ჩათვლით. ყველა ჩვენგანს გვიწევს ხოლმე მესამე კვადრატში ყოფნა, მაგრამ საუბარია მთელი დროის ამ კვადრატში გატარებაზე. თუ ყველას ყველაფერზე დავეთანხმებით და არ ვისწავლით იმაზე აქცენტის გაკეთებას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. III კვადრატი ერთ–ერთი ყველაზე უარესია, ის უხერხემლოა, ცვალებადი და ძალიან მერყევი.

ირმა კვაჭაძე - Sputnik საქართველო
ემოციური გადაწვის სინდრომი, ანუ სულიერი გადაღლა: რჩევები ფსიქოლოგისგან

III კვადრატში მეტისმეტად დიდი დროის გატარების შედეგია:

რეპუტაცია, რომ ყოველთვის ყველას ასიამოვნებ;

დისციპლინის ნაკლებობა;

შეგრძნება, რომ იატაკის ტილო ხარ, რომელზეც სხვები ფეხებს იწმენდენ

არასასწრაფო და უმნიშვნელო საქმეები

IV კვადრატი არასასწრაფო და უმნიშვნელო საქმიანობებს მოიცავს. აქ უქნარა ადამიანები იმყოფებიან. ეს არის დროის ტყუილად კარგვის ზონა. ასეთ ადამიანს, რომელიც მთელ დროს IV კვადრატში ატარებს, ყველაფერი ზედმეტი უყვარს – ზედმეტი ძილი, ზედმეტი კომპიუტერი, თამაშები, ინტერნეტი, ზედმეტი საუბარი ტელეფონით და ა.შ.

კინოში სიარული, ინტერნეტში ყოფნა, მეგობრებთან ერთად გართობა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია, მაგრამ როცა ამას მეტისმეტად დიდი რაოდენობით აკეთებ, უკვე დროის კარგვად იქცევა.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ჰიპერმზრუნველობა ანუ „მახრჩობელა მშობელი" - შეცდომები ბავშვის აღზრდისას

IV კვდრატში ცხოვრების შედეგებია:

უპასუხისმგებლობა;

შემდგომში დანაშაულის გრძნობა;

არასაიმედოობა

II კვადრატი ისეთი საქმიანობებისგან შედგება, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სასწრაფო, როგორიცაა, დასვენება, მეგობრებთან ყოფნა, ვარჯიში, დავალების დროულად შესრულება, წინასწარ დაგეგმვა… ეს ბრწყინვალე კვადრატია, ადგილი, სადაც დროის უმეტესი ნაწილი უნდა გავატაროთ. ადამიანი, რომელიც დროს მეორე კვადრატში ატარებს, ყველაფერს გადახედავს, რაც გასაკეთებელია და შემდეგ ირჩევს პრიორიტეტს. პირველად აკეთებს ყველაზე მთავარს, ბოლოს კი – ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანს. მას აქვს ძალიან უბრალო, მაგრამ ძლიერი ჩვევა – წინასწარ დაგეგმოს; სამუშაოს დროულად შესრულებით ის საუკეთესო შედეგებს აღწევს და თავიდან იცილებს იმ სტრესსა და გამოფიტვას, რაც სამუშაოს ბოლო მომენტში შესრულებას მოჰყვება ხოლმე. რაც მთავარია, მან იცის, ღიმილით როგორ უნდა თქვას თავაზიანი უარი, იცის, როგორ უნდა გაუძლოს ზეწოლას, მას ჰყოფნის გამბედაობა, დააყენოს ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ ადგილზე.

II კვადრატში ყოფნის შედეგებია:

საკუთარი ცხოვრების კონტროლი;

ბალანსის დაცვა;

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში

საქმის მაღალ დონეზე კეთება

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომელ კვადრატში ატარებთ დროის უმეტეს ნაწილს? რეალურად ყველა ჩვენგანი გარკვეულ დროს ყველა კვადრატში ვატარებთ, მაგრამ მთავარია, რაც შეიძლება მეტი  დრო დავუთმოთ მეორე კვადრატს. რაც მეტ დროს გავატარებთ ამ კვადრატში, ავტომატურად დანარჩენი კვადრატები მით მეტად შემცირდება.

რეკომენდაციები:

თუ საქმეს არ გააჭიანურებთ და მნიშვნელოვანს თავის დროზე გააკეთებთ, I კვადრატში გაცილებით იშვიათად აღმოჩნდებით. ეს კი ნაკლებ სტრესს და საქმის მაღალ დონეზე შესრულებას ნიშნავს;

ისწავლეთ „არას“ თქმა ისეთ უმნიშვნელო საქმეებზე, რომლებიც ხელს გიშლით უფრო მნიშვნელოვანი რამის გაკეთებაში. გახსოვდეთ, როდესაც ამბობთ „არას“, სინამდვილეში ამბობთ „კის“ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე;

შეამცირეთ უქნარა ადამიანის საქმიანობა. დასაკარგი დრო არ არის. ჯობს ეს დრო II კვადრატს მოახმაროთ. დასვენება, გართობა, განტვირთვა აუცილებელია, მაგრამ გახსოვდეთ: თუ განტვირთვა II კვადრატია, ზედმეტი „განტვირთვით“ უკვე II–დან IV კვადრატში გადაინაცვლებთ.

ყველა ახალი ამბავი
0