ხელოვნური გარუჯვა, ტანორექსია და ევროპის მოწინავე ქვეყნებში აკრძალული სოლარიუმი

© FL/ Marco Verchსოლარიუმი
სოლარიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა

სოლარიუმი პირველად აშშ-ში 1979 წელს გაჩნდა გერმანელი მეცნიერის, ფრიდრიხ ვოლფის წყალობით, რომელმაც ლუმინოფორების განსაკუთრებული შეხამება დააპატენტა და ამ ტექნოლოგიის სხვადასხვა კომპანიებისთვის მიყიდვას შეუდგა.   

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, სოლარიუმები ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიხსნა და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა და კვლავაც სარგებლობს. მაგრამ კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი ხელოვნური სხივები, დღესაც გრძელდება.

CC BY 2.0 / TimOve / Love tan?კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი სოლარიუმი, დღესაც გრძელდება
კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი სოლარიუმი, დღესაც გრძელდება  - Sputnik საქართველო
კამათი იმაზე, რამდენად მავნებელია და არის თუ არა საერთოდ მავნებელი სოლარიუმი, დღესაც გრძელდება

იმის დასადგენად, არის თუ არა სოლარიუმში გარუჯვა ბუნებრივ ნამზეურზე საშიში, არაერთი მეცნიერული კვლევა ჩატარდა. სწავლულთა დასკვნები ერთმანეთისგან ფრიად და ფრიად განსხვავებულია, თუმცა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი ბევრად სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე.

ამასთან დაკავშირებით, ქვემოთ რამდენიმე ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც, შესაძლოა, აქამდე არც იცოდით.

1. სოლარიუმი უფრო სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ მზეზე დამწვრობის მსგავსი დასხივების პირველი ნიშნები უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე ეს ბუნებრივ პირობებში ხდება.

2. 2002 წელს ბრაზილია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სოლარიუმები და შესაბამისი მოწყობილობების ყიდვა-გაყიდვა სრულად აიკრძალა. მეორე ქვეყანა, რომელმაც ასევე შემოიღო ასეთი აკრძალვა, ავსტრალია იყო, რომელიც კანის კიბოთი დაავადების მაჩვენებლით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

3. სოლარიუმი ნაადრევად აბერებს. ხშირი ხელოვნური გარუჯვა კანს ელასტიურობას უკარგავს და ანაოჭებს.

CC BY 2.0 / Flickr/ fhotels / Spa Solariumმეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე
მეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე  - Sputnik საქართველო
მეცნიერთა უმეტესობა მაინც აღიარებს, რომ სოლარიუმი უფრო სახიფათოა, ვინაიდან ის 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს, ვიდრე მზე

4. არსებობს მაღალი წნევის სოლარიუმები, რომლებშიც ვიწროდ სპეციალიზებულ კვარცის სანათებს, ამრეკლავების სისტემებსა და ფილტრებს იყენებენ. ასეთ სოლარიუმებში უფრო მეტი А ტიპის, ანუ ნაკლებად მავნე, და ცოტა В ტიპის, ანუ მავნე ულტრაიისფერი სხივები გამოიყოფა. მაგრამ ეს სოლარიუმები შედარებით ძვირია და ამიტომ იშვიათად სარგებლობენ.

5. ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი — ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოლარიუმებში გარუჯვა კანონით აკრძალეს.

6. არსებობს დაავადება, რომელსაც ულტრაიისფერ სხივებზე დამოკიდებულება, ანუ „ტანორექსია“ ჰქვია. ეს იშვიათი სინდრომია, რა დროსაც ადამიანი მზის აბაზანებზე ან სოლარიუმებზე ფსიქოლოგიურადაა მიჯაჭვული.

7. გარუჯვას, გემოსა და ყნოსვის სტიმულირებით, შეუძლია შეცვალოს ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები. შესაბამისად, ადამიანს შესაძლოა საჭმელი ბევრად უფრო გემრიელი მოეჩვენოს და იმაზე მეტი მიირთვას, ვიდრე ჩვეულებისამებრ ჭამს.

© Flickr / goddard studio 13ადამიანები მზის ფონზე
ადამიანები მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ადამიანები მზის ფონზე

8. 2010 წელს ხელოვნური რუჯის ინდუსტრიამ მხოლოდ აშშ-ში 2,6 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. 

9. ხელოვნური რუჯის ინდუსტრიის წარმომადგენლები შიგადაშიგ ირწმუნებიან, რომ სოლარიუმში გარუჯვა  განწყობის სეზონურ აფექტურ დარღვევებს, ანუ დეპრესიებს კურნავს, რაც ძირითადად ზამთრისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ სოლარიუმს ამ დაავადების სამკურნალოდ რამენაირი ეფექტი აქვს.

10. გარუჯვისას ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება. თუმცა ულტრაიისფერ დასხივებას სჯობს, ეს ვიტამინი უფრო უსაფრთხო და მარტივი გზით მიიღოთ — თევზის, რძის ნაწარმის, კვერცხის, ხორბლეულის ჭამით.

11. გაირკვა, რომ რუჯის გამო კანის კიბოთი უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ვიდრე სიგარეტის გამო ფილტვის კიბოთი. ამ თვალსაზრისით, გამოდის, რომ გარუჯვა ბევრად სახიფათოა, ვიდრე მოწევა.

CC BY 2.0 / Flickr/ Meraj Chhaya / Tanningადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში
ადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში  - Sputnik საქართველო
ადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში

12. სოლარიუმში შესაძლოა აღმოჩნდეს მიკრობები, რომელთაგან ზოგი კანის ინფექციის გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმებიც კი იყოს.

13. თუ სოლარიუმს სწორად და საჭირო რაოდენობით გამოიყენებთ, ეს სასარგებლოც კი შეიძლება გამოდგეს ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, კანის ზოგიერთი დაავადება, როგორებიცაა: კერატოზი, ფსორიაზი და ეგზემა В ტიპის ულტრაიისფერი შუქთერაპიით იკურნება.

14. ადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი ღებულობს ცხოვრების განმავლობაში და ერთ დღეს ამან შესაძლოა თავი იჩინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მზეზე ყოფნა მკაცრად გავაკონტროლოთ, რათა დამწვრობისგან დავიცვათ.

ყველა ახალი ამბავი
0