მეცნიერთა მართლაც სენსაციური აღმოჩენა: დნმ-ს ადამიანის სიტყვები და ფიქრები ესმის

CC BY-SA 2.0 / IAEA Imagebank / Agency Staff Memberგენეტიკური კვლევა
გენეტიკური კვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მეცნიერებმა გამაოგნებელი დასკვნა გააკეთეს: თქვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა, სხვა არაფერია, თუ არა ტალღური გენეტიკური პროგრამა, რომელსაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

მოკლედ, ანდაზისა არ იყოს, ხარი ხართან თუ დააბით, მხოლოდ ზნესა და ფერს კი არ იცვლის, მემკვიდრეობით პროგრამასაც მისგან მიიღებს.

მემკვიდრეობითობაზე პასუხისმგებელი მოლეკულები აკუსტიკურ ინფორმაციას მაშინაც იღებენ, როცა თავად ვსაუბრობთ და მაშინაც, როცა ვინმეს საუბარი გვესმის.

ლოცვის ძალა - Sputnik საქართველო
მეცნიერები: წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის

დნმ ინფორმაციას ღებულობს მაშინაც, როცა თვალით, ჩუმად ვკითხულობთ ტექსტს ან ვუყურებთ რაიმეს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რაღაც ტექსტი აჯანსაღებს მემკვიდრეობითობას, რაღაც კი — ტრავმას აყენებს.

ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიაში მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ლოცვის სიტყვები გენეტიკური აპარატის ფარულ შესაძლებლობებს აღვიძებს. ამიტომაცაა, რომ მძიმედ და უნუგეშოდ დაავადებულები, რომლებიც წმინდანების ლოცვებს კითხულობენ, ხშირ შემთხვევაში იკურნებიან. აი წყევლა კი არღვევს ტალღურ პროგრამებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირღვევა ორგანიზმის ნორმალური განვითარება.

ცილისწამებას, ლანძღვას, დედის წყევლას შეუძლია სიტყვის ძალით დააავადმყოფოს ადამიანი, წაართვას ძალა და სიცოცხლეც კი მოუსწრაფოს მას.

ახლა კი მთავარი, რაც მეცნიერებმა დაასკვნეს: ადამიანის გენეტიკური აპარატისთვის სულერთი არაა, რას ფიქრობს, რას კითხულობს და რას უსმენს მისი „პატრონი“, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას აქვს უნარი, ჩაიბეჭდოს ეგრეთ წოდებულ ტალღურ გენომში.

ამასთან, დნმ-ის ამ აპარატს არ ძალუძს გაარჩიოს, საიდან და ვისგან ღებულობთ ინფორმაციას — ცოცხალი ადამიანისგან თუ ტელევიზორიდან. დნმ-ის მოლეკულები ამ ინფორმაციას აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით ცვლიან.

ბენ ტვისტი - Sputnik საქართველო
სიტყვის ძალა — მასწავლებლის წერილი აუტისტ მოსწავლეს წარუმატებელი გამოცდების შემდეგ

თუმცა ყველაზე მეტად გამაოგნებელი მაინც ისაა, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტებისას სიტყვებით არაერთი „სასწაული“, ანუ გენეტიკური ეფექტი მოახდინეს.

სწავლულებმა შექმნეს აპარატი, რომელიც ადამიანის სიტყვებს იმგვარ ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაქმნის, რომლებსაც მემკვიდრეობითობის მოლეკულებზე, ანუ დნმ-ზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ მისი დახმარებით გაარკვიეს, რომ ზოგი სიტყვა საშინელი ძალის მუტაგენურ ეფექტს იწვევს.

სპეციალისტების თქმით, ამგვარი სიტყვები 30 ათასი რენტგენის ძალის რადიოაქტიური დასხივების ეფექტს ახდენს! ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს ამ სიტყვებით „დამუშავების“ შემდეგ, თუკი მისთვის 50 რენტგენი უკვე სასიკვდილო დოზაა.

მეცნიერებმა აღნიშნული ექსპერიმენტი, რაღა თქმა უნდა, არა ადამიანებზე, არამედ მცენარე არაბიდოპსის თესლზე ჩაატარეს და… პრაქტიკულად ყველა თესლი დაიღუპა. ხოლო რომელიც გადარჩა, უბრალოდ გენეტიკურ სიმახინჯედ იქცა, რომლის მემკვიდრეობაც რამდენიმე თაობაში ნადგურდება. 

კიდევ უფრო დიდი საოცრება, რამაც სწავლულები გააოცა, ის იყო, რომ მუტაგენური ეფექტი არ იყო დამოკიდებული ზემოქმედების ძალაზე. მეცნიერები სიტყვებს ხან ხმამაღლა წარმოთქვამდნენ, ხან — ხმადაბლა, ხან კი საერთოდაც ძლივს გასაგონი ჩურჩულით, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირი დგებოდა. გამორიცხულია, რომ მათ შექმნილ აპარატს ბგერითი ვიბრაციები გაეძლიერებინა, ვინაიდან ის ორ პაწაწა, ჯიბის ფარნის ბატარეაზე

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, ლექსიკონი - Sputnik საქართველო
ერთ სიტყვაში დატეული ათასი გრძნობა, ანუ უანალოგო სასიყვარულო სიტყვები
მუშაობდა. 30 ათასი რენტგენის ძალის ეფექტის მისაღებად კი იმაზე ათასჯერ მეტი ძალის ძაბვაა საჭირო, ვიდრე ეს ბატარეები გამოიმუშავებენ.

ასე რომ, გენეტიკური აპარატისთვის სულაც არაა სულერთი, რაზე ვფიქრობთ, რაზე ვლაპარაკობთ, რა შინაარსის წიგნებს ვკითხულობთ. ყველაფერი ტალღურ გენომში, ანუ ტალღურ გენეტიკურ პროგრამაში იბეჭდება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის თითოეული უჯრედის მთელ მემკვიდრეობითობასა და პროგრამას.

ნამდვილად ღირს დაფიქრებად. გამოდის, რომ ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი „აპროგრამებენ“ სწორედ იმ მიზნით, რომ ძლიერი ადამიანები დამოკიდებული გახადოს იმგვარ „დოპინგზე“, როგორებიცაა: ავსიტყვაობა, ალკოჰოლი, მოწევა, ღორმუცელობა, გარყვნილება და სხვა.

დააკვირდით, როგორ პასუხობთ მარტივ შეკითხვას: „როგორ ხარ?“ ძირითადად, ასე: „არა მიშავს… ნელ-ნელა… ისე, რა…“ დააკვირდით, რაზე და რა ენით საუბრობთ, რა გადაცემებს უყურებთ, რა ინფორმაციას ათვალიერებთ ინტერნეტში…

ყველაფერი გასაგებია, არა?

თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, რომ თქვენი წარმატება თქვენსავე აზროვნებასა და ურთიერთობებზეა დამოკიდებული, მეცნიერებს მაინც დაუგდეთ ყური.

ყველა ახალი ამბავი
0