ხუთი რჩევა თბილისის მერიას: ის, რაც პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს

© Photo: courtecy of David Tedoradzeდავით თედორაძე
დავით თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ უნდა გახდეს თბილისი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და რა უნდა გააკეთოს 2017 წელს დედაქალაქის მერიამ, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით თედორაძე ესაუბრა.

• მანქანების გასაჩერებელი ადგილების არასაკმარისი რაოდენობა

ყველზე დიდი პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს — ეს   მანქანების გასაჩერებელი ადგილების არასაკმარისი რაოდენობაა, რაც, გარკვეულ წილად, დედაქალაქში საცობების პროვოცირებასაც ახდენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების აშენებაზე ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ასევე კარგი იქნება, თუ დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს დაევალებათ, მშენებლობის პროექტში გაითვალისწინონ პარკირების საკმარისი ოდენობა საცხოვრებელი ბინების ოდენობიდან გამომდინარე პრინციპით 1=1.

© FB/ გაიცანით სამარცხვინო მძღოლებიმოუწესრიგებელი პარკირება თბილისში
მოუწესრიგებელი პარკირება თბილისში - Sputnik საქართველო
მოუწესრიგებელი პარკირება თბილისში

• საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა

ავტობუსები ყველა მიმართულებით არ არის საკმარისი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად  აუცილებელია, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი „ეკომეგობრული“ ტრანსპორტის რაოდენობა, რაც იმთავითვე გაზრდის სამუშაო ადგილებს და დასაქმებული იქნება მეტი ადამიანი; მოხდეს თითოეული ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დაცვა.

• სოციალური ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ავტობუსები, სამარშრუტი ტაქსები და მეტრო არ არის ადაპტირებული იმისათვის, რომ შშმ პირებმა ისარგებლონ და ამით ირღვევა მათი უფლებები. იმისათვის, რომ მოხდეს ადაპტაცია,  მერიამ უნდა იზრუნოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის შემოღებაზე, ან ყველა ტრანსპორტს შესაბამისი მოწყობილობა (პანდუსი)უნდა დაემატოს;

© Flickr / FL/ Oran Viriyincyმერიამ უნდა იზრუნოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის შემოღებაზე, ან შესაბამისი მოწყობილობების დამატებაზე.
მერიამ უნდა იზრუნოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის შემოღებაზე, ან შესაბამისი მოწყობილობების დამატებაზე. - Sputnik საქართველო
მერიამ უნდა იზრუნოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის შემოღებაზე, ან შესაბამისი მოწყობილობების დამატებაზე.

• განათებული არ არის ფეხით მოსიარულეთა  გადასასვლელები, ე.წ. ზებრები

საქართველოში, დღეის მდგომარეობით, ქვეითთა გადასასვლელების („ზებრა“) არასაკმარისი რაოდენობაა — როგორც ქალაქებში, ისე მაგისტრალებზე. არსებული გადასასვლელები კი არაა მოწყობილი უსაფრთხოდ და კომფორტულად. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, რომ ავტომანქანამ სვლა უნდა შეანელოს, როცა ის „ზებრას“ უახლოვდება. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ეს „ზებრები“ იყოს განათებული დიოდური  ნათურებით,  ფოსფორით, ან შუქამრეკლებით.

• ავტობუსებისთვის  სამოძრაო ზოლები მთელ ქალაქში

ავტობუსებისთვის  სამოძრაო ზოლი მთელს  ქალაქში უნდა იყოს გამოყოფილი. კარგი იქნება, თუ წარწერები მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0