00:23 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძე: „ერევანში მძევლების აყვანა ოპოზიციას შედეგს არ მოუტანს“

© Photo: courtesy of Nika Chitadze
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
2201

შეაიარაღებული პირების ჯგუფი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შეიარაღებული პირები სომხეთში მძევლების აყვანით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას ვერ მიაღწევენ, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.

17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

„სომხეთის პოლიტიკური ძალების ნაწილი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის მიერ აღებულ კურსს. აქედან გამომდინარე ჰქონდა ადგილი სახელმწიფო დაწესებულებაში შეჭრას და მძევლების აყვანასაც, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ასეთი ქმედებები ოპოზიციონერებისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ. 

პოლიტოლოგის თქმით, მსგავსი მოქმედებებით ოპოზიცია პრობლემას ვერც ხელისუფლებას შეუქმნის, რადგან პოლიტიკური მიზნების მსგავსი მეთოდებით მიღწევა მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

პოლიციის შენობის აღებისას დაიღუპა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი.

მძევლად რჩება ხუთი ადამიანი, მათ შორის, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.

მთავარი თემები