05:41 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

ბელგიის მთავრობამ 20 ივლისს საერთო ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთით წყალდიდობის მსხვერპლთან დაკავშირებით

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში წყალდიდობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

დავით ზალკალიანი გერმანიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს>>

როგორც მთავრობის მეთაურმა Twitter–ში დაწერა, ის თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

​„ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

გერმანიის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოცხადდა>>

ბელგიის ხელისუფლებამ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოაცხადა – ქვეყნის სამხრეთით მომხდარ წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი თემები