https://sputnik-georgia.com/20210702/ra-pirobebiT-SeZleben-saqarTvelos-moqalaqeebi-niderolandebSi-gamgzavrebas-252190154.html
ნიდერლანდმა საზღვრები გახსნა – რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას
ნიდერლანდმა საზღვრები გახსნა – რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას
Sputnik საქართველო
ნიდერნალდში შესვლა შესაძლებელია იმ პირებისთვის, რომლებიც გამგზავრებამდე სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T10:37+0400
2021-07-02T10:37+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/14/246931470_125:387:3077:2047_1920x0_80_0_0_9a689c20100dbf61406ed21ce69c5874.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის მთავრობამ 1 ივლისიდან ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის აკრძალვა გააუქმა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდში.საელჩოს ცნობით, ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუმცა, ვაქცინაციის ცნობის მიუხედავად ნიდერლანდში შესვლას ვერ შეძლებენ ის პირები, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნებიდან მიემგზავრებიან.საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, შესაბამისად, ნიდერლანდში შესვლას შეძლებს საქართველოდან მიმავალი ის პირი, რომელიც წარადგენს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას.ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში საჭირო აღარ არის PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.საბერძნეთში შესვლის წესები არ შეცვლილა: მოხვდა თუ არა საქართველო ჩამონათვალში>>საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს – გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები.
https://sputnik-georgia.com/20210608/safrangeTSiSesvlis-msurvelebisTvis-saqarTvelos-saelCos-gancxadeba-251960403.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24693/14/246931470_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_3b0b29dd3d96bf1799c7150c635baa26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ნიდერლანდმა საზღვრები გახსნა – რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას
10:37 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ნიდერნალდში შესვლა შესაძლებელია იმ პირებისთვის, რომლებიც გამგზავრებამდე სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის მთავრობამ 1 ივლისიდან ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის აკრძალვა გააუქმა.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდში.
საელჩოს ცნობით, ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუმცა, ვაქცინაციის ცნობის მიუხედავად ნიდერლანდში შესვლას ვერ შეძლებენ ის პირები, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნებიდან მიემგზავრებიან.
საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, შესაბამისად, ნიდერლანდში შესვლას შეძლებს საქართველოდან მიმავალი ის პირი, რომელიც წარადგენს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას.
ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- პირის სრული სახელი;
- ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია;
- ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ (ნიდერლანდის მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), AstraZeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), AstraZeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac)
- ვაქცინის მწარმოებელი;
- თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;
- ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა;
- ცნობის/სერტიფიკატის გამცემი;
- ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;
- ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;
ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:
- გაიკეთა იმ ვაქცინის 2 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;
- გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 1 დოზას;
- მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში საჭირო აღარ არის PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს – გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები.