23:26 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე მიღებულმა ზომებმა მეწყრის ჩამოსვლის რისკები მინიმუმამდე მიიყვანა

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ მუდმივ რეჟიმში. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა პეტერ ნიუმანმა, რომელიც თბილისში როგორც ექსპერტი მეორედ ჩამოვიდა.

ოთხშაბათს დედაქალაქის მერიის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერსაშიში ზონის გამაგრებითი სამუშაოების სამომავლო გეგმა. ითქვა, რომ მეწყრის ჩამოწოლის რისკი ამჟამად შემცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ექსპერტებს მეტი დრო აქვთ კვლევების ჩასატარებლად და სამუშაოების ფრონტის დასადგენად.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიების კომბინირება - მეწყრული მიწის ნაწილის მოხსნა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ბურღვითი სამუშაოები, რაც ასევე გამაგრებას უკავშირდება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ ნაპრალების ამოვსება და დისკუსია ამის შესახებ ამ ეტაპზე უადგილოა“, - განუცხადა ნიუმანმა ჟურნალისტებს.

გერმანელმა ექსპერტმა აღიარა, რომ „გულზე მოეშვა“, როდესაც დარწმუნდა, რომ სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

„პრაქტიკულად ყველა მიღებულმა ღონისძიებამ შედეგი გამოიტანა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს - პირველი ის, რომ უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილები“, - განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ნიუმანმა აღნიშნა, ამჟამად სპეციალისტების ჯგუფი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აჯამებს და იხილავს, რა უნდა გაკეთდეს მომავალში.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცემერმა ბენდელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რისკები მინიმუმამდე შემცირდა. ამიტომ დღეს ექსპერტებს გაცილებით მეტი დრო ჰქონდათ მომავალი საქმიანობის დასაგეგმად და კონკრეტული პროექტის მიხედვით სამუშაოების ჩასატარებლად.

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო ის საკმაოდ მაღალი სიჩქარის იქნება იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას.

მთავარი თემები