სამგლოვიარო ცერემონია და გამარჯვება: თბილისში ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ ოფისთან ოპოზიცია თავის პირველ სერიოზულ გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო „ქართული ოცნების“ შტაბ–ბინასთან სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს გვირგვინებით

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქცია ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში ერთდროულად ორ ადგილას მიმდინარეობს.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა>>

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას ატარებენ „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები. აქცია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად დაიწყო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე თბილისში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე თბილისში - ვიდეო

აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან წასვლისა, საზოგადოების მოთხოვნა უცვლელი რჩება – ვადამდელი არჩევნები.

პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი „გამარჯვების აქცია“ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

ნიკა მელიამ თანამოაზრეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. ისინი ახლა ისე ახლოს არიან გამარჯვებასთან, როგორც არასდროს და მთავარია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მალე ახალი არჩევნები დაინიშნება, განაცხადა მელიამ.

გახარია: ჩემი თანამდებობიდან გადადგომით იმედია შევამცირებ პოლარიზაციას>>

ოპოზიციური სპექტრი „ოცნებას“ მოუწოდებს, მიუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და დაიწყონ სერიოზული დიალოგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ორივე აქციაზე წესრიგს პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები იცავენ.

ყველა ახალი ამბავი
0