თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, მაგრამ იმუშავებენ გარკვეული წესების დაცვით. ამის შესახებ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.
ცქიტიშვილის თქმით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე, მაგრამ ინფიცირების დონე მაინც მაღალი რჩება.
მისი განცხადებით, ეპედემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები წესების სრული დაცვის პირობით.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.