20:54 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (992)
117 0 0

ამჟამად პოპულარული მსახიობი, რომელიც დიდ მადლობას უხდის ექიმებს სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახლში იმყოფება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მიხეილ გომიაშვილმა ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მსახიობის თქმით, ბევრი მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი კითხულობს მისი ჯანმრთელობის შესახებ, რაც მას ძალიან ახარებს. გომიაშვილმა მაშინვე განმარტა, რომ კორონავირუსი არა აქვს.

„ორი კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!!“ – დაწერა მსახიობმა.

მისი თქმით, ექიმებმა მას დაუსვეს დიაგნოზი – მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი, გაუკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა სტენტით.

„ახლა სახლში ვარ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!!! ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – დაწერა გომიაშვილმა.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ მამის კვალს გაჰყვა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.

გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე. 2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (992)

მთავარი თემები