Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 იშვიათ სიმპტომებსა და უცნაურ შედეგებს ავლენს: განკურნებულის ნაამბობი

© REUTERS / BRENDAN MCDERMIDკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგის თქმით, მისი ოჯახის წევრებს COVID-19–ის შედეგები გამოჯანმრთელების შემდეგაც ახსენებს თავს — ზოგჯერ სრულიად უჩვეულო გზით

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ არა მხოლოდ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის დაკარგვა, ხველება და დაღლილობა, არამედ სრულიად მოულოდნელიც, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ფსიქოლოგმა სერგეი ლანგმა.

ფსიქოლოგი თქმით, რომელმაც თავადაც გადაიტანა COVID-19 და მასთან ერთად მისი ოჯახის წერებმაც, კორონავირუსულ დაავადებას შეიძლება თან ახლდეს პანიკის შეგრძნება და უძილობა.

„გაჩნდა არტერიული წნევის პრობლემები, გამუდმებული თავის ტკივილი, რომელიც არ ყუჩდებოდა, და საქანელისებური ტემპერატურა. ანუ 37 გრადუსი დილით, 36 გრადუსი სამი საათის შემდეგ, კიდევ სამი საათის შემდეგ ისევ 37.5 გრადუსი. ძალიან დამღლელი ავადმყოფობა აღმოჩნდა, უძილო ღამეებითა და მთელი პერიოდის განმავლობაში პანიკის განცდით. ჩემს მეუღლეს ჰქონდა ასეთი სიმპტომები. მე უფრო მსუბუქად გადავიტანე“, — აღნიშნა ლანგმა.

ფსიქოლოგის თქმით, მისი ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელების შემდეგაც ახსენებს თავს COVID-19–ის შედეგები — ზოგჯერ სრულიად უჩვეულო გზით.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ცვენა, შესაძლოა, გადატანილი კორონავირუსის შედეგი იყოს: იაპონური კვლევა

„უკვე 3-4 თვე გავიდა, მაგრამ თავის ტკივილი მუდმივად მტანჯავს. ჩემს მეუღლეს გემოვნური შეგრძნებები შეეცვალა — ხორცს ვეღარ ჭამს. აქვს განცდა, რომ ხორცს სიდამპლის სუნი აქვს. თემატურ ფორუმებზე ადამიანები აღწერენ სიმპტომებს, რომლებიც მათ COVID–19–ით ავადმყოფობის დროს გამოუვლინდათ. იქ ასეთი სიმპტომები აღწერილია, თუმცა საკმაოდ იშვიათად“, — განმარტა სერგეი ლანგმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა ასევე გამოაცლინეს ახალი კორონავირუსული დაავადების ჩვეულო შედეგი. კვლევამ აჩვენა რომ COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტებს დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ თმის ცვენა დაეწყოთ.

იგივე დასკვნამდე მივიდნენ ინდიანის უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია Survivor Corps-ის სწავლულებიც, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ თმების ცვენის პრობლემას საავადმყოფოებიდან გაწერილი 1567 პაციენტიდან 423 კაცი უჩიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0