თალაკვაძემ ემიგრანტებთან ონლაინ–შეხვედრა გამართა: თქვენი დამსახურება წარმოუდგენლად დიდია

© photo: Government of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე დიასპორის წევრებს ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ონლაინ–შეხვედრა გამართა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

თალაკვაძემ შეხვედრა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებთან ონლაინ–კონფერენციის ფორმატში გამართა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: არჩევნებზე დავამტკიცებთ, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია

თალაკვაძე ემიგრანტებს ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე ესაუბრა მათ ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი საერთო ძალისხმევით, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი, ზრუნვა ადამიანზე. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და რომ ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიგრანტების დახმარების პროგრამა: რა მოცულობის გრანტს მიიღებს სახელმწიფოსგან თითოეული>>

არჩილ თალაკვაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენი დამსახურება ქვეყნის წინაშე წარმოუდგენლად დიდია, რადგან საქართველოს მთელ მსოფლიოს აცნობთ, ეკონომიკურად ეხმარებით აქ მყოფ ოჯახებს და, რაც მთავარია, თქვენს შვილებს საქართველოს სიყვარულით ზრდით და სამშობლოსთან კავშირს უნარჩუნებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეხვედრებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრები მონაწილეობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0