23:06 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

რაპანა, რომელზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა, შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და გამრავლდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. პირველად საქართველოს საზღვაო სივრცეში შავი ზღვის რაპანას მასშტაბური კვლევა იწყება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს ამ პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვთ. რაპანაზე მოთხოვნა მაღალია და მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.

შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო იწყებს.

„რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონში რესურსის რაციონალური მენეჯმენტისთვის, რომლის საფუძველზე დადგინდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომისა და ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

რაპანას კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და პროექტ BlackSea4Fish-ის ფარგლებში ხორციელდება. კვლევაში საქართველოსთან ერთად ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველო იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს>>

ექსპედიცია, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შავი ზღვის სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში განხორციელდება, ნიმუშების აღება მოხდება წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე. კვლევა თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით განხორციელდება, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

მთავარი თემები