ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს

გამოწერა
თუ შეხვედრისას ერთმანეთს არ გადავკოცნით, ხელს არ ჩამოვართმევთ და მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, შეხვედრისას თავი შეიკავონ ერთმანეთის გადაკოცნისგან.  

ქორწილი ჩინეთში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები გაუშვა

„ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, და ძალიან გთხოვთ, იქნებ თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში რეკომენდებული არ არის შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა, და მოსახლეობას ხელის აწევით მისალმება ურჩია.

„ეს უბრალო რეკომენდაციები ხშირად კარგი შედეგის მომტანია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას სხვა რეკომენდაციებიც შეახსენა, რომელთა დაცვაც ხელს შეუწყობს ინფიცირების თავიდან აცილებას. კერძოდ, მან მოქალაქეებს მოუწოდა, დროებით თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ინფექციის კერებია დაფიქსირებული. ასევე დაიცვან პირადი ჰიგიენის  ნორმები – ხშირად დაიბანონ ხელები, ხშირად გაანიავონ შენობა, სახლი სველი წესით დაალაგონ და, რაც მთავარია, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

 

ყველა ახალი ამბავი
0