ისევ „ბოქლომები" – ამჯერად ზუგდიდში

© photo: Sputnik / Nika Latariaბოქლომების აქცია ზუგდიდში
ბოქლომების აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს დილიდან მაჟორიტარული ოლქების „დაბოქლომება" დაიწყეს.

ზუგდიდი, 22 ნოემბერი – Sputnik. ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე ჩაიარა ზუგდიდში ე.წ. „დაბოქლომების" აქციამ, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ცდილობდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს კარებზე ბოქლომი დაეკიდათ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არ მისცეს. ადგილზე სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ბიუროს კარებზეც სცადეს ბოქლომის დადება, თუმცა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა ბოქლომი კიბის მოაჯირს დაადეს.

ამ მეთოდს ოპოზიცია პირველად არ მიმართავს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს – ბოქლომი დაადეს ყველა შესასვლელ ჭიშკარს და კარვები გაშალეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა უარ განაცხადეს დაშლაზე. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0