ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Mahmoud Illeanისრაელის პოლიციის სპეცრაზმი
ისრაელის პოლიციის სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღაზას სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის" მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

ისრაელის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
ისრაელის საელჩოებმა მუშაობა განაახლეს: ვადა დათქმულია

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება დაიძაბა. დღეს, გამთენიისას ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათეულობით რაკეტა ისროლეს, რის შემდეგაც თავდაცვის განგაშის სისტემა ამოქმედდა და ქალაქებში აშქელონში, აშდოდში, ასევე ღაზას სექტორის დასახლებულ პუნქტებში ჰაერში აფეთქებების ხმა ისმოდა. სირენების ხმა ისმოდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც.

ღაზას სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის" მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე შემდეგი ქმედებები განახორციელონ:

  • შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
  • შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • სამი ან მეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
  • სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
  • დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
  • სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
  • დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან ტელეფონზე: 104

ისრაელის ხელისუფლება ბაჰა აბუ ალ-ატას სარაკეტო, ასევე დრონებისა და სნაიპერის იარაღით განხორციელებულ თავდასხმებში ადანაშაულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0