Georgian Airways–ი დროებით რამდენიმე რეისს აუქმებს

© courtesy of Georgian AirwaysGeorgian Airways–ის თვითმფრინავი
Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია Georgian Airways ფრენებს 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. კომპანიას 2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე „აირზენა - საქართველოს ავიახაზები” ეწოდებოდა.

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-ბარსელონის მიმართულებით ფრენები უქმდება 2019 წლის 20 ნოემბრიდან 2019 წლის 18 დეკემბრამდე და 2020 წლის 12 იანვრიდან 2020 წლის 4 მარტამდე.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
თურქული ავიაკომპანია სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თბილისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენები უქმდება  2019 წლის 8 ნოემბრიდან 2019 წლის 18 დეკემბრამდე და 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 4მარტამდე.

თბილისი-ბრიუსელის რეისები უქმდება 2019 წლის 21 ნოემბრიდან ამავე წლის 12 დეკემბრამდე და 2020 წლის 16 იანვრიდან 2020 წლის 5 მარტამდე.

თბილისი-ლონდონის მიმართულებით ფრენები უქმდება 2019 წლის 23 ნოემბრიდან ამავე წლის 7 დეკემბრამდე და 2020 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 11 მარტამდე.

ბარსელონის, ბოლონიის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები, მითითებული თარიღების შუალედში, განრიგის მიხედვით შესრულდება.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
თბილისის შემდეგ ქუთაისი - Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის

ამასთან, თბილისი-პრაღის მიმართულებით ფრენები უქმდება 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 10 დეკმებრამდე.

თბილისი-ბერლინის ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 2020 წლის 17 იანვრიდან 2020 წლის 6 მარტამდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ ერთი სიხშირით.

ფრენები  თბილისიდან კიევის მიმართულებით 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ოთხშაბათობით და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ.

ავიაკომპანია Georgian Airways ფრენებს 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. კომპანიას 2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე „აირზენა - საქართველოს ავიახაზები” ეწოდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0