მინსკიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უფრო ხშირად შესრულდება

© Facebook / Georgian Civil Aviation Agencyავიაკომპანია "ბელავია"
ავიაკომპანია ბელავია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირე შვიდიდან ცხრამდე გაზარდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსული ავიაკომპანია "ბელავია" (Belavia) თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს კვირაში 9-დან 11-მდე ზრდის, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია Belavia ბელარუსსა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

ავიაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავი  - Sputnik საქართველო
თბილისსა და აბუ-დაბის პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრიდან ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში ორ სიხშირეს (სამშაბათს და პარასკევს) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

ავიარეისები შესრულდება Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირე შვიდიდან ცხრამდე გაზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიანიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0