20:05 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (169)
66 0 0

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით მერიამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება ათი პროცენტით გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სატენდერო დოკუმენტაციის მონაცემებით, თავდაპირველად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯეო გრუპთან" (GEO GROUP) ხელშეკრულების ღირებულება 7 820 989 ლარი იყო, 22 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით კი, 8 603 099 ლარამდე გაიზარდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების საჭიროება უკეთესი ხარისხობრივი და ვიზუალური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად წარმოიშვა.

ხელშეკრულების მიხედვით, თანხის 60%-ის ანაზღაურება 2019 წლის ბიუჯეტიდან, 40%-ის კი 2020 წლის ბიუჯეტიდან მოხდება.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო გზის მონაკვეთი თსუ-ის პირველი კორპუსიდან ე.წ. „პიქსელის" შენობამდე, სწორედ ეს გზა გადაიკეტა პირველ ეტაპზე.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ჭავჭავაძის გამზირის რემონტი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზის მონაკვეთს, აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები. მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სრულად შეიცვლება განათება. ამასთან, გზის რეაბილიტაციის შემდეგ ავტობუსების ზოლები სავალი ნაწილის შუაში განთავსდება.

ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი სიახლე იქნება: ქუჩაზე ნარჩენების გადაყრა შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა კონტეინერებში, რომლებიც სპეციალურ პლატფორმაზე განთავსდება და იქნება დამალული.

2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 357 მლნ ლარი გამოიყო.

 

თემები:
თბილისის მერია (169)

მთავარი თემები