09:36 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

მოიჯარე კომპანია ქირას იუსტიციის სახლს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან  შვიდი თვის განმავლობაში უხდიდა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის სახლის პარკინგის მოიჯარე კომპანია ქირას ორ წელი არ იხდიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ერთ-ერთი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფასიანი ავტოსადგომის მოწყობის მიზნით სამწლიანი საიჯარო ხელშეკრულება შპს „ტრანს-პარკინგი 2016“-თან 2016 წლის 9 ივნისს გაფორმდა, რომელიც ქირას სრულად მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში იხდიდა, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო პირობები დაარღვია.

მოიჯარემ 2016 წლის დეკემბერში საიჯარო ქირის გადახედვა ითხოვა, რაზეც იუსტიციის სახლისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ ფასის ცვლილება კომპანიამ სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვა, იუსტიციის სახლმა კი მოითხოვა გადაუხდელი საიჯარო ქირის, დარიცხული ჯარიმისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება − 389,87 ათასი ლარის ოდენობით.

აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იუსტიციის სახლმა სასამართლო დავის დაწყების შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა.

„მიუხედავად ამისა, მოიჯარემ არ დატოვა სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია და ოპერირებას 2019 წლის ივნისამდე (სასამართლო პროცესის პარალელურად), ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა თანხის გადაუხდელად. 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, გადაუხდელი თანხა 530.9 ათას ლარს შეადგენს“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ვისთვის იქნება საათობრივი პარკირება ფასიანი და ვისთვის – უფასო>>

2019 წელს იუსტიციის სახლის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, რაც შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა. თუმცა აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ თანხის მიღების პროცესი შესაძლოა, დროში გახანგრძლივდეს და რისკის ქვეშ დადგეს.

მთავარი თემები