23:14 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
სახანძრო

ჩაქვში ხანძარი გაჩნდა: მძღოლმა ალმოდებული ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო

© Sputnik / Alexander Imedashvili
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (938)
60 0 0

შემთხვევის დროს ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

 

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმი, ჩაქვის მიმართულებით მიმავალ ჯიპის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილს მოულოდნელად გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ავტომობილის წინა ნაწილი.

შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც იქიდან გადმოსვლა მოასწრო. მისი ვარაუდით, ცეცხლი ავტომობილის ელექტროობას გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ და ცეცხლმოკიდებული მანქანა მალევე ჩააქრეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (938)

მთავარი თემები