21:40 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
საქართველოს პარლამენტი

მოსალოდნელი ცვლილებები შრომის კოდექსში: შესაძლოა ორ სამსახურში მუშაობა აიკრძალოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (65)
92 0 0

საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად დასაქმება აეკრძალოთ.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა აიკრძალება, თუ საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მიიღებს. 

ცვლილებების თანახმად, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა აიკრძალება, თუ სამუშაო საათების ჯამური რაოდენობა კანონით დადგენილი საათების რაოდენობას გადააჭარბებს. 

„აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი”, — ნათქვამია კოდექსის პროექტში.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ინიციატივის მიზანია, დაიცვას დასაქმებული იმისგან, რომ დამსაქმებელმა არ აიძულოს იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა მისაღები.

დეპუტატი განმარტავს, რომ ორ ან მეტ სამსახურში მუშაობა თითოეული ადამიანის ნებაა, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ იმის გარანტიაც, რომ დამსაქმებელი ვერ აიძულებს – იმუშაოს იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნის.

„ეს არ გულისხმობს, რომ ვინმეს აეკრძალოს თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილზე, მით უმეტეს, თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება. შეზღუდვების დაწესება არ შეიძლება მომსახურების სფეროში. აქ საუბარია უფრო ეფექტურ მექანიზმებზე, რომ ვინმემ კანონი მოქალქეების შრომის ექსპლუატაციისთვის არ გამოიყენოს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოს შრომის კოდექსის მეხუთე თავში გაწერილი დანაწესით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს, შვიდდღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში კი — 48 საათს.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (65)

მთავარი თემები