გერმანიაში მოკლული ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხედრის ჩამოსვენების დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ მოკლულის ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. გასულ კვირაში გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება პირველი არხი.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, მოაბიტის რაიონში ხანგოშვილს უცნობმა ველოსიპედისტმა ესროლა. მან თავში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. სავარაუდო მკვლელი, რუსეთის 49 წლის მოქალაქე დაკავებულია.

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა>>

ცხედრის ჩამოსვენების დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ მოკლულის ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები, მათ შორის, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პოლიცია ბერლინში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქე გერმანიაში „შეუკვეთეს": ხანგოშვილის მკვლელობის ვერსიები

ჟურნალ Spiegel-ის ინფორმაციით, დანაშაულს, შესაძლოა, პოლიტიკური სარჩული უდევს. პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებს მსხვერპლის ბიოგრაფია: სამშობლოში ის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით მან საქმიანობა უკრაინაში განაგრძო, სადაც თბილისში თავდასხმის შემდეგ მიიმალა. ამის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, სადაც, როგორც რადიკალურ ისლამისტს, პოლიცია თვალს ადევნებდა.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. მაშინ ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

გერმანიაში ლაფანყურის სპეცოპერაციის შუამავალი მოკლეს>>

რაც შეეხება სპეცოპერაციას, ის ლაფანყურის ხეობაში 2012 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია იყო, რომელსაც სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მკვიდრი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებული იყვნენ, ხოლო 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი – დაღუპული.

ყველა ახალი ამბავი
0