ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაზარალებული 46 პაციენტი შეიყვანეს

© Sputnik / STRINGERკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა.

კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს 11 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია. ძირითადად ეს გახლდათ სხეულის სხვადასცვა მიდამოს რბილქსოვილოვანი დაზიანებების გამო. დაზიანებები იყო ქვედა კიდურების მიდამოებში, სახის არეში და 2 გახლდათ მუცლის ღრუს დაზიანება. ყველა პაციენტი ამ დროისთვის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დღეს ისინი სავარაუდოდ დარჩებიან დაკვირვების რეჟიმში და ხვალისთვის ზოგიერთი მათგანის გაწერის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა  - Sputnik საქართველო
პარლამეტთან აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.

06:00 საათის მდგომარეობით, მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ გაიყვანა მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან, მაგრამ სპეცრაზმი პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება.

როგორც საქართველოს პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავდა აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი. დაშავებულთა შორის არიან TV Pirveli–ს, Rustavi2–ისა და პირველი არხის ჟურნალისტები.

ყველა ახალი ამბავი
0