რატომ დასცა კარავი ზუგდიდის გამგეობის წინ ქალბატონმა, რომელიც პირის ამოკერვით იმუქრება

© photo: courtesy of Nika Latariaნანა მიქავამ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობა დაწიყო
ნანა მიქავამ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობა დაწიყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანანა მიქავა მისთვის 2008 წელს იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის წინ პარასკევს, დილით შუა ხნის ზუგდიდელმა ქალბატონმა მანანა მიქავამ კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო, იტყობინება ადგილიდან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

მიქავას თქმით, 2008 წელს მას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე იჯარით გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 2010 წელს მანანა მიქავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და მხოლოდ 2014 წელს, ახალი ხელისუფლების დროს ამნისტიით გაათავისუფლეს. ამასობაში, იმის გამო, რომ მიქავამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მას გაუუქმდა იჯარის ხელშეკრულება და მიწა ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

როგორც მიქავამ განმარტა, მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რადგან დაკავებული იყო და წინა ხელისუფლებამ ბარიერები ხელოვნურად შეუქმნა.

„ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას და ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, სანამ არ დამიბრუნებენ, აქ ვიქნები და პირს ამოვიკერავ. ასევე ვითხოვ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას", – აცხადებს მიქავა.

© photo: courtesy of Nika Latariaნანა მიქავამ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობა დაწიყო
რატომ დასცა კარავი ზუგდიდის გამგეობის წინ ქალბატონმა, რომელიც პირის ამოკერვით იმუქრება - Sputnik საქართველო
ნანა მიქავამ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობა დაწიყო

როგორც სააგენტოს კორესპონდენტს ზუგდიდის მერიაში განუმარტეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მანანა მიქავას საკითხთან დაკავშირებით მოქმედებს კანონის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის #914 განკარგულებით მანანა მიქავას გადაეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ზუგდიდში, მდებარე ნიკოლაძის ქუჩა N3-ში, ეს იყო ხელშეკრულება გარკვეული პირობებით, რომელიც გაფორმდა მუნიციპალიტეტსა და შპს „აკვაპარკს" შორის. მას ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ამ ეტაპების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 7 მარტს საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომლითაც გააუქმა ხელშეკრულება მანანა მიქავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის. დავა დამთავრდა სასამართლოში 2015 წელს. გარკვეული პერიოდი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, ხოლო შემდგომ გადაეცა მუნიციპალიტეტს.

„ამდენად, ქალბატონი მანანას მოთხოვნები უკანონოა და მას არაერთხელ განემარტა ამის შესახებ", – განაცხადეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ამ დრომდე მოშიმშილე ქალბატონთან ქალაქის ხელისუფალთაგან არავინ გამოსულა. კარავთან კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ არ დაუშვან მოშიმშილეს მხრიდან თვითდაზიანების ფაქტი.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0