05:21 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი

რატომ დაატოვებინეს ხალხს სასწრაფოდ „თბილისი მოლის" ტერიტორია

© Sputnik / Alexander Imedashvili
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
217 0 0

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ Tbilisi mall-ის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რამდენიმე წუთის წინ სავაჭრო ცენტრში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც შენობა ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სავაჭრო ცენტრი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

მთავარი თემები