საქართველოში მკაცრდება ჯარიმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირის ეტლი
შშმ პირის ეტლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარღვევებს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები გააკონტროლებენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში გაიზრდება ჯარიმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეს თემა განიხილება შშმ პირების ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სტანდარტების დარღვევაზე ჯარიმები ამჟამად არის 300-დან 500 ლარამდე. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმა 500-დან 3 ათას ლარამდე იზრდება.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარებას გაზრდის

სტანდარტების დაცვას მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები გააკონტროლებენ. კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენები შემდეგ კვირაში დაიწყება.

თბილისში 2016-2018 წლებში 315 მუნიციპალური შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყო. მათ შორისაა ადმინისტრაციული შენობები, სარეკრეაციო ზონები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, საბავშვო ბაღები, კულტურული და სპორტული დაწესებულებები.

საქართველოში დარეგისტრირებულია 124,5 ათასზე მეტი შშმ პირი, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. აქედან 25 ათასზე მეტია აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (პირველი ჯგუფი), 75 ათასზე მეტია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მეორე ჯგუფი) და 14 ათასამდე - ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მესამე ჯგუფი). შშმ პირები 18 წელს ქვევით 9,5 ათასზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0