21:43 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისთვის მზად არის

© facebook.com/GaribashviliOfficial.
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

ევროკომისიის ბოლო დასკვნის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ეს ეტაპი თავშესაფრის, მიგრაციისა და საზღვრების მართვის საკითხებს მოიცავს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველომ ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის ყველა აუცილებელი ვალდებულება შეასრულა, განაცხადა სამშაბათს, 21 ივლისს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„წინ მივდივართ სავიზო რეჟიმის გამარტივების ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ 2015 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ტუსკმა, თავის მხრივ, კვლავ აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმის შესრულებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო.

ევროკომისიის ბოლო დასკვნის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ეს ეტაპი თავშესაფრის, მიგრაციისა და საზღვრების მართვის საკითხებს მოიცავს.


მთავარი თემები