00:52 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

განვითარების ჩეხური სააგენტო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს საქართველოს მაღალმთიან რაიონს

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის განცხადებით, შესაბამისი კონტრაქტი მუნიციპალიტეტის და ჩეხური სააგენტოს წარმომადგნელებმა ხუთშაბათს, 16 სექტემბერს გააფორმეს.

თბილისი, 16 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. სექტემბრის ბოლოს ჩეხეთის განვითარების სააგენტო უსასყიდლოთ გადასცემს 62 მზის ბატარეას ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტს.

 

კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის განცხადებით, შესაბამისი კონტრაქტი მუნიციპალიტეტის და ჩეხური სააგენტოს წარმომადგნელებმა ხუთშაბათს, 16 სექტემბერს გააფორმეს. 

„მზის ბატარეები განკუთვნილია მაღალმთიანი თუშეთის მოსახლეობისთვის, ასევე ბატარეებით მომარაგდება მის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის საერთო ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს. ბატარეების მონტაჟი თუშეთში ზამთრის სეზონის დაწყებამდე განხორციელდება. 

„ამ პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, შეუზღუდავათ მოიხმაროს ელექტროენერგია. გარდა ამისა, რეგიონის ელექტროენერგიით შეუფერხებელი უზრუნველყოდა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურისტთა ნაკადის გაზრდას“, – აღნიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კობა მაისურაძემ.

მთავარი თემები