00:51 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

„დექსუსი“ კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ქონების მართვაში შევიდა

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
7 0 0

„სირთულეები კომპანიას 2007 წელს შეექმნა, რომლის განმავლოაბშიც შეჩერებული იყო გაყიდვები. ამჟამად კომპანია 7–10 მლნ დოლარის დავალიანება გააჩნია, ხოლო კომპანიის წინაშე დავალიანება 22 მლნ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

 

თბილისი, 11 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ქართულმა სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფმა“ ოფიციალურად გააფორმა სატრასტო შეთანხმება საინვესტიციო–დეველოპერულ კომპანია „დექსუსთან“, შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

 

როგორც კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულისშვილმა აღნიშნა, შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია „დექსუსის“ ხელმძღვანელობისთვის სამშენებლო კომპანიაში მართვის გადაცემას. გარდა ამისა, საინვესტიციო–დეველოპერული კომპანია განახორციელებს „ცენტრ–პოინტის“ ყველა მიმდინარე პროექტს და მასთან მიმართებაში ყველა ვალდებულებას მიიღებს. 

ქართულ კომპანია „დექსუსს“ წარედგინა სპეციალური სამწლიანი პროგრამა, რომლის მეშვეობით დასრულებული იქნება „ცენტრ–პოინტის“ ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტი, ასევე დაიწყება ახალი პროექტები. ამჟამად კომპანიის აქტივებში 25 მიმდინარე პროექტია.

„სირთულეები კომპანიას 2007 წელს შეექმნა, რომლის განმავლოაბშიც შეჩერებული იყო გაყიდვები. ამჟამად კომპანია 7–10 მლნ დოლარის დავალიანება გააჩნია, ხოლო კომპანიის წინაშე დავალიანება 22 მლნ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა. 

„დექსუსის“ წარმომადგენელმა გიორგი ქანანაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ სხვადასხვა პროექტების რეალიზაციაში მსხვილი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების დახმარებით, კერძოდ, OPIC, Citi Bank, ЕБРР, მსოფლიო ბანკიდან.

კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი" 1999 წელს დაარსდა. "ცენტრ პოინტი ჯგუფის" აქტივშია 20 განხორციელებული და 50  მიმდინარე პროექტია.

მთავარი თემები