01:44 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრად მისი მოადგილე დაინიშნა - გილაური

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი - სანდრო ურუშაძე წარადგინა, რომელსაც მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

правительство Грузии

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი - სანდრო ურუშაძე წარადგინა, რომელსაც მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

”სანდრო ურუშაძე ჯანდაცვის სამინისტროში ექვსი წელია, მუშაობს. ის იყო ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან რწმენა გამოთქვა, რომ ურუშაძე საკუთარ მოვალეობებს შესანიშნავად გაუმკლავდება.

თავად ურუშაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის პრიორიტეტი ჰოსპიტალური სექტორის განვითარება გახდება, კერძოდ, 2011 წლის ბოლომდე 46 ახალი საავადმყოფოს და კლინიკის მშენებლობა უნდა დასრულდეს.

”ასევე აუცილებელია მოსახლეობის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ და სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის ამაღლება”, - განაცხადა ურუშაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე კვიტაშვილმა ეს თანამდებობა დატოვა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექორის თანამდებობა დაიკავა.

მთავარი თემები