12:11 22 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

ქეცბაიას გუნდი მარცხის გარეშე მიყავს, თუმცა, ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევა უნდა გააძლიერონ

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა, ამ შესარჩევ მატჩშიც, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის არენაზე, 52 ათასი მაყურებლის თანდასწრებით წარიმართა, ქართველი ფეხბურთელები ერთ ქულას დასჯერდნენ.

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მეორე შეხვედრა თბილისში, ისრაელის ნაკრებთან ჩაატარა და ფრედ, 0:0 დაასრულა.

თემურ ქეცბაიას გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა, ამ შესარჩევ მატჩშიც, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის არენაზე, 52 ათასი მაყურებლის თანდასწრებით წარიმართა, ქართველი ფეხბურთელები ერთ ქულას დასჯერდნენ.

გასულ კვირაში, პარასკევს, 3 სექტემბერს საქათველოს ნაკრებმა გასვლითი შეხვედრა გამართა ბერძნებთან, რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა, გუშინ კი ანგარიშში სამი ქულის ჩაწერის ყველა შანსი არსებობდა. მწვავე ბრძოლაში მასპინძლები ჯობდნენ მეტოქეებს, თუმცა, გოლის გატანა ვერ ეძლეს. 

 შესვენბამდე უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ. სტუმრებმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეტევით აღინიშნეს თავი. მეორე ტაიმში მასპნძლები უფრო მეტს უტევდნენ, თუმცა, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. 

კომპენსირებულ დროში ისრაელის ნაკრების დაწინაურება შეეძლო იოსსი ბენაიუნს, თუმცა, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

გუნდები შემდეგი შემადგენლობით გამოდიოდნენ: 

საქართველო - რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, კალაძე (კ.), ამისულაშვილი, ხიანიშვილი, გოგუა (აფციაური, 75), ანანიძე, იაშვილი (სირაძე, 46), კობიაშვილი, დვალისშვილი (მეპებაშვილი). 

მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

ისრაელი - ავატი, ბენჰაიმი, ბენდაინიმ კეინანი, სახარი (არბეიტმანი, 53), რაფაელოვი (ვერმუტ, 75), ბენაიუნი (კ.), ბონდარი, ალმოგ კოენი, კაიაილი, ტამირ კოენი (ზეხავი, 61).  მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი.

შეხვედრას მსაჯობდა მსაჯთა ბრიგადა შვეიცარიიდან: საშა კევერი, მატიას რენე, დევიის  დეტამანტი, კარლო ბესტოდინი.

"F" ჯგუფის დანარჩენი მატჩების შედეგები: მალტა – ლატვია (0:2), ხორვატია – საბერძნეთი (0:0).

ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შემდეგ საქართველო ორი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს ხორვატიის (4 ქულა), ისრაელის (4) და ლატვიის (3) შემდეგ. სიას შესაბამისად ასრულებენ საბერძნეთი (2) და მალტა (0).

მთავარი თემები