00:51 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ამბები

Discovery–ს არხზე ბეარ გრილსის საქართველოში მოგზაურობას აჩვენებენ ვიდეო

ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

Discovery Channel–ის არხზე სათავგადასავლო პროგრამის „გადარჩე ნებისმიერ ფასად“ (Ultimate Survival) ცნობილი წამყვანი ბეარ გრილსი (Bear Grylls) საქართველოს ეწვია და თავისი მორიგი ფილმი გადაიღო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადარჩე ველურ პირობებში. საქართველოში მოგზაურობა ბეარ გრილსმა იმით დაიწყო, რომ მაღალმთიან ადგილში ვერტმფრენიდან თოვლის მოტოციკლეტით გადახტა. მისი გადაცემის მორიგ გამოშვებაში გრილსი ახდენს საქართველოს თოვლიან მწვერვალებზე, ჭაობებში და ველურ ტყეში არსებობის დემონსტრირებას. უახლოეს დროში ფილმი ნაჩვენები იქნება ტელეარხის ეთერში, გადაცემაში „ადამიანი ველური სამყაროს წინააღმდეგ“.

http://dsc.discovery.com

http://dsc.discovery.com/videos/man-vs-wild-man-moments/#mkcpgn=ytdsc1

 

მთავარი თემები